ნეპალის ისტორია
ნეპალის ისტორია გადახლართულია ინდოეთის ფართო ქვეკონტინენტისა და მიმდებარე რეგიონების ისტორიასთან, რომელიც მოიცავს სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიებს .
ის მრავალეთნიკური, მრავალკულტურული, მრავალრელიგიური და მრავალენოვანი ქვეყანაა. ნეპალის მოსახლეობათა დიდი ნაწილის სასაუბრო ენა ნეპალურია.
ნეპალმა დემოკრატიისათვის ბრძოლა დაიწყო ჯერ კიდევ XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისში. 90-იან წლებიდან 2008 წლამდე ქვეყანა სამოქალაქო კონფლიქტში იყო ჩართული. 2006 წელს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას და იმავე წელს ჩატარდა არჩევნები. დამფუძნებელი ასამბლეის არჩევის ისტორიულ კენჭისყრაზე, ნეპალის პარლამენტმა 2006 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება მონარქიის გაუქმებაზე. ნეპალი ფედერაციული რესპუბლიკა გახდა 2008 წლის 28 მაისს და მას ოფიციალურად დაარქვეს „ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა“ და დასრულდა 200 წლოვანი შაჰის დინასტია .
ტოპონიმია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტისტუნგში ნაპოვნი ლიჩავის ხანის წარწერაში იმდროინდელი ადგილობრივი მოსახლეობა მოხსენიებულია, როგორც 'Nepals' (ნეპალელები). ექსპერტები ფიქრობენ, რომ უძველესი პერიოდის ნეპალის ზოგიერთ ან ყველა მკვიდრი ხალხს, სავარაუდოდ, უწოდებდნენ 'ნეპალელებს', რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვა „ნეპალი“ გამოიყენებოდა, როგორც ტერიტორიის აღსანიშნავად და ასევე მისი მოსახლეობისთვის.
სიტყვა ნეპალის წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს:
- Nep იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ძირითადად ძროხის მწყემსებად გვევლინებოდნენ . ისინი დასახლდნენ ნეპალის ხეობაში ინდ-განგის ვაკიდან, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ინდოეთში. ამ ორი სიტყვის გაერთიანება კი იძლევა სიტყვა ნეპალს .
- სანსკრიტის მიხედვით სიტყვა nepalaya ნიშნავს „მთების ძირში ან საცხოვრებელი ძირში“, საიდანაც შეიძლება გამომდინარეობდეს ნეპალი .
- ტიბეტური სიტყვა ნიამპალი ნიშნავს „წმინდა მიწას“. შესაძლოა ნეპალი გამომდინარეობდეს მისგან.
- ჩრდილოეთ ნეპალის ზოგიერთი მკვიდრი ტიბეტიდან ჩამოვიდა, სადაც ისინი ცხვრებს მწყემსავდნენ და მატყლს ამზადებდნენ. ტიბეტში, ne ნიშნავს „მატყლს“, ხოლო pal ნიშნავს „სახლს“. ამრიგად, ნეპალი არის „მატყლის სახლი“. [1]
- პოპულარული თეორიის მიხედვით, ლეპჩას ხალხმა გამოიყენა სიტყვები ne („წმიდა“) და პალ („მღვიმე“) ნეპალის როგორც „წმინდა მღვიმის“ აღსაწერად.
- ბუდისტთა ლეგენდის თანახმად, ღვთაება მანჯუშრიმ დააშრო ნაგადაჰას წყალი (მითიური ტბა, რომელითაც ივსება კატმანდუს ხეობა). ხეობა დაუსახლებელი გახდა და მას განაგებდა ძროხების ბჰუმიგუტა, რომელიც რჩევას იღებდა ბრძენისგან, სახელწოდებით „Ne“. პალა კი ნიშნავს „მფარველობას“ ან „ზრუნვას“. ასე რომ, ნეპალმა ასახა იმ ბრძენის სახელი, ვინც იზრუნა ამ ადგილის დასახლებაზე. [2] [3]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოჩენილია პალეოლითური, მეზოლითური და ნეოლითური წარმოშობის პრეისტორიული ადგილები დანის რაიონის სივალკის გორაკებში . [4] თანამედროვე ნეპალის და მიმდებარე ტერიტორიების ყველაზე ადრეული მოსახლეობა, სავარაუდოდ, ინდუს ველის ცივილიზაციის ხალხია. არ არის გამორიცხული, რომ დრავიდები, რომლის ისტორია ადრე ბრინჯაოს ხანაში იწყება ინდოეთის სუბკონტინენტზე (დაახლ. 3300 ძ.წ.) ცხოვრობდნენ აქ სხვა ეთნიკური ჯგუფების მოსვლამდე, ისეთი ეთნიკური ჯგუფების, როგორიცაა Tibeto-Burmans და ინდო-არიელები. [5] თუმცა ამ თეორიის კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს. პირველი დადასტურებული ტომები ნეპალში იყვნენ კირატის ხალხი, რომლებიც ჩამოვიდნენ ტიბეტიდან დაახლოებით 4000 -4500 წლის წინ და გავრცელდნენ კატმანდუს ხეობაში და ნეპალის სამხრეთ ნაწილებში. [1] დაარქივებული 2021-02-24 საიტზე Wayback Machine. ინდო-არიელთა წარმოშობის სხვა ეთნიკური ჯგუფები მოგვიანებით დასახლდნენ ნეპალის სამხრეთ ნაწილში ინდ-განგის ვაკიდან . [6] [7]
შესაძლებელია, რომ ნეპალში მცხოვრები პირველი ხალხი კუსუნდას ხალხი იყო. ჰოგსტონის თანახმად, 1847 წელს, ნეპალის ყველაზე ადრინდელი მოსახლეობა სწორედ კუსუნდას ხალხი იყო და ისინი იყვნენ პროტო-ავსტრალოიდური წარმოშობის მქონენი. [8]
კირატის დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა ხელნაწერებში გვხვდება დამადასტურებელი ფაქტები, იმისა რომ კირატები მართავდნენ ნეპალს ლიჩჩავის დინასტიამდე. ავირის დინასტიის ბოლო მეფის ბუვანსინგგის ბრძოლაში დამარცხებით, კირატის მეფემ იალუნგმა ან იალმბარმა აიღო ხეობაზე კონტროლი. ინდუსური მითოლოგიური თვალსაზრისით, ეს მოვლენა, სავარაუდოდ, მოხდა დაახლოებით ძვ.წ. VI საუკუნეში. გოპალის გენეალოგიის მიხედვით შეგვიძლია მოვიძიოთ 32, 28 და 29 კირატის მეფეთა აღწერილობები. [9] კირატის ხალხთა უფლებამოსილება დიდი იყო და მათი სამფლობელო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, დაახლოებით განგის დელტამდე. [10]
ლიჩავის დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიჩავის დინასტიის მეფეებმა (წარმოშობით ვაიშალიდან, დღევანდელი ბიჰარი ინდოეთში) განაგებდნენ კატმანდუს ხეობას თანამედროვე ნეპალში, კირატის მონარქიული დინასტიის შემდეგ. მათ დაამარცხეს კირატის მეფის მმართველობა და ამ გზით დამყარდა ლიჩავის რეჟიმი ნეპალში. ლიჩავის მონარქიული დინასტია დაარსდა ნეპალში, უკანასკნელი კირატის მეფის 'ხიგუს' დამარცხებით, გოპალის გენეალოგიის თანახმად, 'გალისი' ენობრივი-გენეალოგიისა მიხედვით კი 'გასტის'. [11]
სიმრუნის დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმრუნის, კარნატის ან დევის დინასტია წარმოიშვა სამეფოს შექმნით ა.წ. 1097 წელს. სამეფოს მართავდნენ სიმრუნგარის დასახლებიდან . სამეფო აკონტროლებდა იმ ტერიტორიებს, რომელსაც დღეს ტიროჰუტს ან მითილას სახელებით ვიცნობთ ნეპალში და ინდოეთის ბიჰარში.
1324 წელს, გიასუდდინ ტუგლაკმა შეუტია სიმრუნგარს და დაანგრია მათი ციხე-სიმაგრე. ნაშთები კვლავ მიმოფანტულია სიმრუნგარის რეგიონში. მეფე ჩრდილოეთით გაიქცა. მისი ვაჟი კი დაქორწინდა დევის დაქვრივებულ პრინცესაზე, ნაიაკ დევიზე. [12]
ტაკურის დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაკურის დინასტიის მეფეები ქვეყანას მართავდნენ XII საუკუნემდე.
მალას დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XII საუკუნიდან იწყება მალას დინასტიის მმართველობა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში. მათი მმართველობისას სამეფო მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
შაჰის დინასტია, ნეპალის გაერთიანება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრიტვი ნარაიან შაჰი (დაახლ. 1779–1875) იყო დრავია შაჰის მეცხრე თაობის შთამომავალი (1559–1570), გორხის მმართველთა სახლის დამაარსებელი. მეფე პრიტვი ნარაიან შაჰს საკმაოდ კარგად ესმოდა ხეობის სამეფოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა. მან განჭვრიტა მცირე სამთავროების დაპყრობის და გაერთიანების აუცილებლობა, როგორც მომავალში გადარჩენის გადაუდებელი პირობა და აღასრულა ეს ჩანაფიქრი.
1794 წელს პრიტვი ნარაიან შაჰის ჯარებმა სრულად დაიპყრეს მოახდინეს ნუვაკოტი.
მეფე პრიტვი ნარაიან შაჰმა წარმატებით შეძლო მრავალფეროვანი რელიგიურ-ეთნიკური ჯგუფების გაერთიანება ერთი სახელმწიფოს ქვეშ. ის ჭეშმარიტი ნაციონალისტი იყო თავისი მსოფლმხედველობით და ემხრობოდა ბრიტანელების მიმართ დახურული კარის პოლიტიკის გატარებას. მისი სოციალური და ეკონომიკური შეხედულებებით დიდი ხნის განმავლობაში უხელმძღვანელეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ კურსს.
ნეპალის სამეფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გორხის მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ათწლეულების განმავლობაში დაპირისპირება მიმდინარეობდა შუასაუკუნეების სამეფოებს შორის. თანამედროვე ნეპალი გაერთიანდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც გორხის მცირე სამთავროს მმართველმა პრიტვი ნარაიან შაჰმა ერთიანი ქვეყანა ჩამოაყალიბა მთელი რიგი დამოუკიდებელი მაღალმთიანი სახელმწიფოებისგან. პრიტვი ნარაიან შაჰმა ადრეულ ასაკში დაიპყრო კატმანდუს ხეობა და ერთიანი სახელმწიფო შექმნა 1768 წელს. მას ჰქონდა დროებითი ალიანსი აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიასთან, რომელიც ამარაგებდა საბრძოლო მასალით გორხის სახელმწიფოს.
ქვეყანას ხშირად უწოდებდნენ გორხის სამეფოს . მცდარი მოსაზრებაა, რომ გორხამ ეს სახელი მიიღო ნეპალის გორხის რაიონიდან. რადგან, ამ რეგიონს სახელი დაერქვა მას შემდეგ, რაც გორხალმა დააწესა მისი კონტროლი ამ ტერიტორიებზე.
შაჰის გარდაცვალების შემდეგ, შაჰის დინასტიამ დაიწყო გაფართოება ინდოეთის სუბკონტინენტის დიდ ნაწილში. 1788–1791 წლებში, სინო – ნეპალის ომის დროს, ნეპალი შეიჭრა ტიბეტში და გაძარცვა ტაშილჰუნპოს მონასტერი შიგატსეში . ჩინეთის ცინის დინასტიის მპერატორმა დანიშნა ფუკგანგანი ტიბეტის საკითხის მთავარ მეთაურად; ფუკანგანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომ მისი ჯარი დაიცავდა ტიბეტს. [13]მოგვიანებით ნეპალის ძალებმა გაიმარჯვეს პრემიერ-მინისტრ ჯუნგ ბაჰადურ რანას მეთაურობით.
ტაპასა და პანდეს დომინირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1800 წლის შემდეგ, პრიტვის მემკვიდრეებმა ვერ შეძლეს მძლავრი პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნება ნეპალზე. დაიწყო შიდა არეულობის. ნეპალსა და ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიას შორის დაპირისპირებამ საბოლოოდ გამოიწვია ინგლის-ნეპალის ომი (1814–16), რომლის დროსაც ნეპალმა მრავალი დანაკარგი განიცადა. სუგაულის ხელშეკრულება გაფორმდა 1816 წელს,რომლის მიხედვითაც ნეპალის ტერიტორიების დიდი ნაწილი ბრიტანელებს გადაეცათ გასაკონტროლებლად.
რანის მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუნგ ბაჰადურ რანა იყო პირველი მმართველი ამ დინასტიიდან. რანის მმართველებს ასახელებდნენ როგორც „შრი თინი“ და „მაჰარაჯა“, ხოლო შაჰ მეფეებს „შრი პანჩი“ და „მაჰარაჯირაჯი“. როგორც რანის დინასტია, ისე შაჰის დინასტია იყვნენ რაჯპუტის კასტიდან ინდუისტური ტრადიციით. იუნგ ბაჰადურმა შეიმუშავა კოდიფიცირებული კანონები და მოახდინა სახელმწიფოს ბიუროკრატიის მოდერნიზაცია. 1885 წლის გადატრიალების დროს, იუნგ ბაჰადურის და რანოდიპ სინგის ძმისშვილებმა მოკლეს რანოდიპ სინგისა და იუნგ ბაჰადურის ვაჟები, მიითვისეს იუნგ ბაჰადურის სახელი და დაიკავეს ნეპალი. ცხრა რანის მმართველმა მიიღო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მემკვიდრეობით. ყველა იყო თვითგამოცხადებული ლამუნგისა და კასკის მაჰარაჯა.
რანის რეჟიმი იყო მკაცრად ცენტრალიზებული ავტოკრატია. მათ გაატარეს ნეპალის იზოლირების პოლიტიკა გარე გავლენებისგან. ეს პოლიტიკა დაეხმარა ნეპალს, შეენარჩუნებინა თავისი ეროვნული დამოუკიდებლობა ბრიტანეთის კოლონიური პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს ასევე აფერხებდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მოდერნიზაციას. რანელები მტკიცედ იყვნენ პრო-ბრიტანელები და ეხმარებოდნენ ბრიტანელებს 1857 წლის ინდოეთის აჯანყების დროს, შემდეგ კი ორივე მსოფლიო ომში . ამავე დროს, ჩინელები ირწმუნებიან, რომ ბრიტანელებმა ხელი შეუწყვეს ნეპალის დამოუკიდებლობას მეოცე საუკუნის დასაწყისში. [14]
1923 წლის დეკემბერში ბრიტანეთმა და ნეპალმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი „ხელშეკრულებას მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ".
მონობა გაუქმდა ნეპალში 1924 წელს, ჩანდრა შამსერის ჯანგ ბაჰადურ რანის პრემიერ-მინისტრობის დროს. [15]
გერმანიის მიერ პოლონეთში შეჭრის შემდეგ, ნეპალის სამეფომ გერმანიას ომი გამოუცხადა 1939 წლის 4 სექტემბერს. იაპონიის მიერ კონფლიქტში შესვლისას, ნეპალის სამეფო არმიის თექვსმეტი ბატალიონი იბრძოდა ბირმის ფრონტზე . სამხედრო დახმარების გარდა, მოკავშირეთა საომარ ალიანსებში ნეპალმა შეიტანა შეიარაღება, ტექნიკა, ასევე ასობით ათასი ფუნტი ჩაი, შაქარი და ისეთი ნედლეული, როგორიცაა ხე.
ნეპალის რევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1951 წლის ნეპალის რევოლუცია მაშინ დაიწყო, როდესაც რანების ოჯახის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება აუტანელი გახდა. რევოლუცია დაიწყო რამდენიმე განათლებული ადამიანისგან, რომლებიც სწავლობდნენ სამხრეთ აზიის სხვადასხვა სკოლაში და კოლეჯებში. მათი უმეტესობა მარგინალიზებულ იქნა და არ ჰქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ ქვეყნის მმართველობაში. საბოლოოდ , ეს უკმაყოფილება დასრულდა სამმხრივი ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოეწერა და ეწოდა „დელის კომპრომისი“. ამას მოჰყვა კონსტიტუციური მმართველობის პერიოდი, რომლის დროსაც ქვეყანას მართავდა მონარქი, რომელსაც დაეხმარა გაქცეულ პოლიტიკურ ლიდერებს, დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში. 1950-იანი წლების განმავლობაში, დაიწყო ზრუნვა ნეპალისთვის კონსტიტუციის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებული იქნებოდა. მთავრობამ შეიმუშავა კონსტიტუცია სახელწოდებით „დროებითი მთავრობის აქტი“, რომელიც ნეპალის პირველი კონსტიტუცია იყო. მაგრამ ეს მთავრობა განწირული აღმოჩნდა. ასე რომ, 2008 წელს მეფემ ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა, რომელშიც შედგებოდა 14 მინისტრისაგან, რომელიც ასევე დაიშალა. მოგვიანებით , 2009 წელს მეფემ ჩამოაყალიბა 5 წევრიანი მრჩეველთა მთავრობა, რომელიც ასევე ჩავარდა.
ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 28 მაისს ახლადარჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ ნეპალი გამოაცხადა როგორც ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, გააუქმა 240 წლის მონარქია. მონარქიის გაუქმების შესახებ შუამდგომლობა დიდი უმრავლესობით განხორციელდა: ასამბლეის დამსწრე 564 წევრიდან 560-მა ხმა მისცა შუამდგომლობას, ხოლო 4 წევრმა არ დაუჭირა მხარი. 2008 წლის 11 ივნისს, ყოფილმა მეფემ გიანენდრამ დატოვა სასახლე. [16] რამ ბარ ბარან იადავი გახდა ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 2008 წლის 23 ივლისს. ანალოგიურად, დამფუძნებელმა ასამბლეამ ნეპალის გაერთიანებული კომუნისტური პარტიის წევრი მაოისტი, პუშპა კამალ დაჰალი (რომელიც ცნობილია როგორც პრაჩანდა ) აირჩიეს რესპუბლიკის პირველ პრემიერ-მინისტრად.
კონსტიტუციის შემდგენელი დამფუძნებელი კრება კვლავ დაიშალა 2012 წლის 28 მაისს და შეიქმნა ახალი დროებითი მთავრობა (2013-2014) ნეპალის მთავარი იუსტიციის პრემიერ-მინისტრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ხილ რაჯის რეჟიმის ქვეშ. 2013 წლის ნოემბრის დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნებში ნეპალის კონგრესმა მიიღო ხმების უმეტესი წილი, მაგრამ ვერ მიიღო უმრავლესობა. ნეპალის კომუნისტური პარტია (ერთიანი მარქსისტულ-ლენისტური) (CPN (UML)) და ნეპალის კონგრესი მოლაპარაკებას აწარმოებდნენ კონსენსუსის თაობაზე, ხოლო ნეპალის კონგრესის პრემიერ-მინისტრად სუშილ კოირალა აირჩიეს (2014 წლის თებერვალი) CPN-ის მხარდაჭერით.
პროტესტი 2015 წლის კონსტიტუციის გამო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უმცირესობის ეთნიკურმა ჯგუფებმა, როგორიცაა მადეზი და თარუ, პროტესტი გამოხატეს კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 20 სექტემბერს. [17] ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათი ეთნიკური ჯგუფების დამცველობითი ზომები არ არსებობდა ახალ კონსტიტუციაში. მინიმუმ 56 მშვიდობიანი მოქალაქე და 11 პოლიციელი დაიღუპა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებულ საპროტესტო შეტაკებების შედეგად. [18] მადნეშის პროტესტის საპასუხოდ, ინდოეთმა შეუჩერა ნეპალს სასიცოცხლო მარაგის მიწოდება, რასაც მოჰყვა ძალადობა სასაზღვრო რაიონებში. [19] ნეპალის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ოლიმ საჯაროდ დაადანაშაულა ინდოეთი ბლოკადაში. იგი ბლოკადას უფრო არაადამიანურს უწოდებდა, ვიდრე ომს [20] ინდოეთმა უარყო მისი მხრიდან ბლოკადის ამოქმედების ფაქტი. [21]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Michaels, Axel, et al. „Nepalese History in a European Experience: A Case Study in Transcultural Historiography.“ History and Theory 55.2 (2016): 210–232.
- Garzilli, Enrica, „A Sanskrit Letter Written by Sylvain Lévi in 1923 to Hemarāja Śarmā Along With Some Hitherto Unknown Biographical Notes (Cultural Nationalism and Internationalism in the First Half of the 21st Cent.: Famous Indologists Write to the Raj Guru of Nepal – no. 1), in Commemorative Volume for about 30 Years of the Nepal-German Manuscript Preservation Project. Journal of the Nepal Research Centre, XII (2001), Kathmandu, ed. by A. Wezler in collaboration with H. Haffner, A. Michaels, B. Kölver, M. R. Pant and D. Jackson, pp. 115–149.
- Garzilli, Enrica, „Strage a palazzo, movimento dei Maoisti e crisi di governabilità in Nepal“, in Asia Major 2002, pp. 143–160.
- Garzilli, Enrica, „Il nuovo Stato del Nepal: il difficile cammino dalla monarchia assoluta alla democrazia“, in Asia Major 2005-2006, pp. 229–251.
- Garzilli, Enrica, „Il Nepal da monarchia a stato federale“, in Asia Major 2008, pp. 163–181.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Nepal: An Historical Study of a Hindu Kingdom
- History of Nepal დაარქივებული 2017-09-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bhattarai, Krishna P. (2008) Nepal. New York: Chelsea House, გვ. 12. ISBN 9781438105239.
- ↑ Shaha, Rishikesk (1992) Ancient and medieval nepal. Kathmandu: Ratna Pustak Bhandar. ISBN 9788185425696.
- ↑ Shrestha, Nanda R. (2002) Nepal and Bangladesh. Santa Barbara, Calif.: ABC-CLIO, გვ. 22. ISBN 9781576072851.
- ↑ The Prehistory of Nepal.[მკვდარი ბმული]
- ↑ Krishna P. Bhattarai. Nepal.
- ↑ (15 August 2013) Social Inclusion of Ethnic Communities in Contemporary Nepal.
- ↑ Sarkar, Jayanta (2003). proto-australoid&f=false Populations of the SAARC Countries: Bio-cultural Perspectives.
- ↑ Africa's History & Migrations 200,000bc-3,000bc By Akan Takruri
- ↑ http://www.telegraphnepal.com/national/2014-02-19/the-lichhavi-and-kirat-kings-of-nepal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-21. ციტირების თარიღი: 2020-05-13.
- ↑ Miscellaneous essays relating to Indian subjects.
- ↑ http://www.telegraphnepal.com/national/2014-02-19/the-lichhavi-and-kirat-kings-of-nepal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-21. ციტირების თარიღი: 2020-05-13.
- ↑ . March 1835. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება); აკლია ან იგნორირებულია|title=
(დახმარება) - ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 2020-05-13.
- ↑ Matteo Miele. „British Diplomatic Views on Nepal and the Final Stage of the Ch'ing Empire (1910–1911)“. Prague Papers on the History of International Relations: 90–101. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Tucci, Giuseppe. (1952). Journey to Mustang, 1952. Trans. by Diana Fussell. 1st Italian edition, 1953; 1st English edition, 1977. 2nd edition revised, 2003, p. 22. Bibliotheca Himalayica. ISBN 99933-0-378-X (South Asia); 974-524-024-9 (Outside of South Asia).
- ↑ Ex-King Gyanendra leaves Narayanhiti. nepalnews.com. 11 June 2008
- ↑ https://blogs.wsj.com/briefly/2015/09/23/nepals-new-constitution-at-a-glance/
- ↑ Why is Nepal's new constitution controversial?
- ↑ Nepal Will Amend Constitution to End Border Blockade. ციტირების თარიღი: 2018-01-23
- ↑ https://timesofindia.indiatimes.com/india/Indian-blockade-more-inhuman-than-war-says-Nepal-PM-KP-Sharma-Oli/articleshow/49690974.cms
- ↑ https://www.deccanherald.com/content/505354/india-denies-imposing-economic-blockade.html