ოსტანკინოს ტელეანძა
ოსტანკინოს ტელეანძა (რუს. Останкинская телебашня) — ცალკე მდგომი სატელევიზიო და რადიო გადამცემი ანძა მოსკოვში, რუსეთი. 540 მ სიმაღლის ოსტანკინოს პროექტი ეკუთვნის ნიკოლაი ნიკიტინს და გაწევრიანებულია უდიდესი კოშკების საერთაშორისო ფედერაციაში. 2005 წლისთვის ის რჩებოდა ევრაზიაში უმაღლეს ცალკე მდგომ სტრუქტურად[1][2].
ანძის მშენებლობა 1963 წელს დაიწყო და 1967-ში დასრულდა. მას ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს უმაღლესი სტრუქტურის ტიტული ეჭირა, სანამ მას ტორონტოს ტელეანძა (კანადა) გაუსწრებდა[3].
2000 წლის 27 აგვისტოს ანძაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც სატელევიზიო და რადიო გადაცემების შეწყვეტა გამოიწვია მოსკოვისა და მის შემოგარენში მცხოვრები 18 მილიონი ადამიანისთვის. ხანძარმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსსხვერპლა. ხანძარი დაახლოებით 98 მეტრი სიმაღლეზე გაჩნდა საობსერვატორიო პლატფორმიდან და მეშვიდე ცის რესტორნიდან, რის გამოც იქ მყოფი მთელი პერსონალისა და მნახველების ევაკუაცია გახდა საჭირო. ელექტრონული მოწყობილობის სიძველის (მისი უმეტესობა 60-იან წლებში იქნა დამონტაჟებული) და 20 წლის განმავლობაში აღდგენითი სამუშაოების ჩაუტარებლობის გამო დანაკარგი უზარმაზარი იყო[4].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fire at television tower offers new evidence of Russia's decay, Associated Press (reprinted by the Independent), 28 August 2000. დაარქივებული 25 October 2012 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Russia's Tallest TV Tower Was Created as Symbol of USSR's Power. Pravda.ru (21 September 2009). ციტირების თარიღი: 5 October 2009.
- ↑ "What if the CN Tower Caught Fire?". CBC News. Canadian Broadcasting Corporation. 10 November 2000. Archived from the original on 13 October 2007. Retrieved 26 June 2007. Cite uses deprecated parameter |deadurl= (help)
- ↑ Russian TV knocked out as fire rages through 1,800ft tower by Barry Renfrew, The Independent, 28 August 2000 Archived 25 October 2012 at the Wayback Machine