შინაარსზე გადასვლა

ოფსიკიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიზანტიის თემები მცირე აზიაში, დაახლოებით 842 წელი.

ოფსიკიონის თემი (ბერძ. θέμα Ὀψικίου) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია. თემი მდებარეობდა მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. შექმნილი საიმპერატორო არმიის მიერ, ოფსიკიონი იყო, ყველაზე დიდი და პრესტიჟული პროვინცია, თუნდაც იმიტომ რომ ის კონსტანტინოპოლთან ახლოს მდებარეობდა. VIII საუკუნეში რამდენიმე აჯანყებაში ჩარევის მიზეზით, რეგიონი დაიყო სამ ნაწილად.

ოფსიკიონის თემი, ერთ-ერთი პირველი თემია, რომელიც  სათავეს აღმოსავლეთ რომის არმიისგან იღებს. ტერმინი ოფსიკიონი მომდინარეობს ლათინური ტერმინი Obsequium-სგან (დაკავებული), რომელიც VII საუკუნისთვის საიმპერატორო არმიას აღნიშნავდა[1]. შესაძლებელია, რომ ოფსიკიონის გარნიზონი, ადრეულ პერიოდში, კონსტანტინოპოლსაც კი იცავდა[2].

640 წელს, არაბების დამანგრეველი დაპყრობების შედეგად, აღმოსავლეთ რომის არმიის ნარჩენები გადმოიყვანეს მცირე აზიაში და დაასახლეს ვრცელ ტერიტორიაზე, რომელსაც თემის სტატუსი მიენიჭა[3], აქედან გამომდინარე, ოფსიკიონის თემი იყო პროვინცია, სადაც საიმპერატორო ოფსიკიონი (გუარდია) დასახლდა. ახალი პროვინცია მოიცავდა მთელ მცირე აზიას (მისია, ბითინია, გალათიის ნაწილი, ლიდია და პაფლაგონია) დარდანელიდან-მდინარე ჰალისამდე, დედაქალაქი კი ანკირაში მდებარეობდა. თემის შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია; ყველაზე ადრეული წყარო რომელიც თემის შექმნას გვაუწყებს, თარიღდება 626 წლით, მაგრამ პირველი დადასტურებული წყაროს მიხედვით, ის 680 წელს შეიქმნა[4][5][6].  არსებობს მოსაზრება რომ VII-VIII საუკუნისთვის, თემის შემადგენლობაში ასევე შედიოდა თრაკია[4][7].

თემის უნიკალურმა წარმოშობა, ასევე, აისახა თემის ორგანიზაციის ასპექტზეც. ამდენად, მმართველის ტიტული არ იყო სტრატეგოსი (στρατηγός, მეთაური), როგორც დანარჩენ თემებში, არამედ კომესი (κόμης, აზნაური). თემი, ასევე, არ იყო დანაწევრებული ტურმებად (სამხედრო ოლქებად), მაგრამ ის იყოფოდა დომესტიკებად, რომელიც ძველი რომის არმიის ელიტარული დანაყოფებისაგან შედგებოდა, როგორებიც იყო ოპტიმატონი და ბუკელარიონი, ორივე ტერმინი თარიღდება IV-VI საუკუნეებით[8].

თემის მდებარეობამ, იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლთან და სხვა თემებისაგან დაწინაურებამ, ასევე კომიტების სიძლიერემ, განაპირობა ოფსიკიონის მმართველების ხშირი აჯანყებები, იმპერატორის წინააღმდეგ. 668 წელს, სიცილიაში, იმპერატორ კონსტანტინე II-ის სიკვდილის შემდეგ, მეზეზიუსმა წამოიწყო წარუმატებელი სამეფო გადატრიალება[9]. პატრიკიოს, ბარასბაკურიოსის მმართველობის დროს, ოფსიკიონი წარმოადგენდა მთავარ ძალას იმპერატორ იუსტინიან II-სთვის (მეფობდა 685–695 და 705–711). იუსტინიანე II-მ[6] თრაკიაში ჩამოასახლა სლავები, იმ მიზეზით რომ გაეძლიერებინა სამხედრო ძალა. თუმცა, არაბებთან პირველ ბრძოლაში[10] 713 წელს, მათი უმრავლესობა გადავიდა არაბების მხარეს. 713 წელს, ოფსიკიონის არმია აჯანყდა ფილიპიკოს ბარდანესის წინააღმდეგ (მეფობდა 711–713), რომელმაც დაამხო და მოკლა იუსტინიანე, ტახტზე თეოდოსიოს III ავიდა (715-717)[11]. 718 წელს, ოფსიკიონის კომიტი უშედეგოდ ცდილობდა აჯანყებას ახალი იმპერატორის წინააღმდეგ[6]. 741-742 წლებში, კურაპალატი არტაბასდოსი თემს იყენებდა იმპერატორ კონსტანტინე V-ის დამხობის მიზნით (741–775). 766 წელს, ახალი კომიტი დააბრმავეს[5], იმპერატორის წინააღმდეგ, წარუმატებელი ამბოხის მოწყობისთვის. ოფსიკიონის აჯანყებები ისავრიელი იმპერატორების წინააღმედ[12], არ იყო შედეგი მხოლოდ ძალაუფლების ამბიციით: ოფსიკიელები იყვნენ ხატთაყვანისმცმლები, რაც ეწინააღმდეგებოდა, ისავრიანთა დინასტიის, ხატმებრძოლეობის პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, ოფსიკიონის დასუსტების მიზნით, კონსტანტინე V-მ დაანაწევრა ოფსიკიონის თემი და შექმნა ახალი ბუკელარიონის და ოპტიმატიონის თემი[13][14].

შესაბამისად, ოფსიკიონი ჩამოქვეითდა გუარდიული ფორმირებიდან, ჩვეულებრივ კავალერიულ თემად: თემა დაიყო ტურმებად. თემის მმართველებმა კი თემობრივ იერარქიაში მეექვსე ადგილი დაიკავეს. IX საუკუნიდან თემის მმართველები სტრატეგოსის ტიტულს ატარებდნენ[6][15][16]. თემი 6 000 სამხედროს ითვლიდა (დანაწევრებამდე, 18 000)[15][17]. დედაქალაქი გადავიდა ნიკეაში. X საუკუნეში, იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი, აღნიშნავს რომ, თემი მოიცავდა ცხრა ქალაქს: კოტაიონი, დორილაიონი, მიდაიონი, აპამეამ მირლეია, ლამპსაკოსი, პარიონი, კიზიკოსი და აბიდუსი.[6]820 წელს, თომა სლავის აჯანყებაში, ოფსიკიონი რჩებოდა იმპერატორ მიხეილ II-ის (820-829) მხარეს[18]. 866 წელს, ოფსიკიონის სტრატეგოსი, თრაკისიონის თემთან ერთად აჯანყდა ბასილი მაკედონელის (867–886) წინააღმდეგ, შემდგომ, იმპერატორ მიხეილ III-ის (842–867) წინააღმდეგ. 930 წელს ბასილი სპილენძის ხელი აჯანყდა იმპერატორ რომანოზ I ლაკაპენოსის წინააღმდეგ (920–944). XII საუკუნეში, კომნენოსების მმართველობის პერიოდში,  ოფსიკიონი გაერთიანდა ეგეოსის ზღვის თემთან[19][20]. თემი ასევე გადაურჩა IV ჯვაროსნულ ლაშქრობას, და ის ნიკეის იმპერიის ნაწილი გახდა: 1234 წელს, გიორგი აკროპოლიტი აღწერს რომ ოფსიკანიის თემი იტალიელების ხელში გადავიდა (ლათინთა იმპერია)[6][15].

  • Ahrweiler, Hélène (1966). Byzance et la Mer: La Marine de Guerre, la Politique et les Institutiones Maritimes de Byzance aux VIIe–XVe Siècles (French). Paris, France: Presses universitaires de France. 
  • Haldon, John F. (1984). Byzantine Praetorians: An Αdministrative, Ιnstitutional and Social Survey of the Opsikion and the Tagmata, c. 580-900. Bonn, Germany: R. Habelt. ISBN 3-7749-2004-4. 
  • Haldon, John F. (1997). Byzantium in the Seventh Century: The Transformation of a Culture. Cambridge, United Kingdom: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-31917-1. 
  • Haldon, John F. (1999). Warfare, State and Society in the Byzantine World, 565-1204. London, United Kingdom: University College London Press (Taylor & Francis Group). ISBN 1-85728-495-X. 
  • (1991) The Oxford Dictionary of Byzantium. New York, New York and Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6. 
  • Lampakis, Stylianos; Andriopoulou, Vera. Theme of Opsikion (Οψικίου Θέμα) Greek. Encyclopedia of the Hellenic World: Asia Minor. Foundation of the Hellenic World (October 17, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 7 October 2009.
  • Lounghis, T. C. (1996). „The Decline of the Opsikian Domesticates and the Rise of the Domesticate of the Scholae“. Byzantine Symmeikta (10): 27–36. ISSN 1105-1639. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-21. ციტირების თარიღი: 2016-01-03.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Pertusi, A. (1952). Constantino Porfirogenito: De Thematibus (Italian). Rome, Italy: Biblioteca Apostolica Vaticana. 
  • Treadgold, Warren T. (1995). Byzantium and Its Army, 284–1081. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-3163-2. 
  1. Haldon 1984, p. 443–444.
  2. Haldon 1984, p. 178.
  3. Haldon 1997, p. 214–216.
  4. 4.0 4.1 Treadgold 1995, p. 23.
  5. 5.0 5.1 Kazhdan 1991, p. 1528.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Lampakis და Andriopoulou 2003.
  7. Kazhdan 1991, p. 2079.
  8. Lounghis 1996, p. 28–32.
  9. Haldon 1997, p. 313.
  10. Treadgold 1995, p. 26.
  11. Treadgold 1995, p. 27; Haldon 1997, p. 80, 442.
  12. Lounghis 1996, p. 27–28.
  13. Lounghis 1996, p. 28–31.
  14. Treadgold 1995, p. 29, 71.
  15. 15.0 15.1 15.2 Kazhdan 1991, p. 1529.
  16. Lounghis 1996, p. 30.
  17. Haldon 1999, p. 314.
  18. Treadgold 1995, p. 31.
  19. Haldon 1999, p. 97.
  20. Ahrweiler 1966, p. 79.