პატარა საყვარელი მატყუარები (სერიალი)
პატარა საყვარელი მატყუარები (ინგლ. Pretty Little Liars) — ამერიკული დრამატული სერიალი მოზარდებისთვის. იგი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების რომანზე, რომლის ავტორია სარა შეპარდი. სერიალის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 8 ივნისს ტელეკომპანია ABC Family-ზე და პირველი სეზონი დასრულდა 2011 წლის 21 მარტს. რეიტინგი ამ სეზონს მაღალი ჰქონდა, რამაც შემქმნელებს გადააწყვეტინა მასზე მუშაობის გაგრძელება. სერიალის მთავარი რეჟისორი არის ი. მარლენ კინგი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამბავი ხდება როუზვუდში, გამოგონილ პატარა ქალაქში. სერიალი მთავარი პერსონაჟია ოთხი გოგონა, რომლებიც მათი საუკეთესო მეგობრის, ელისონის გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ იკრიბებიან. შეხვედრის ადგილას მათ ხვდებათ შეტყობინება ანონიმ A-სგან, რომელმაც მათი ყველა საიდუმლო იცის.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საყვარელ მატყუარებს აქვს მრავალი ჯილდო მიღებული, როგორიცაა : Teen Choice Awards, People's Choice Awards, Banff Television Festival, NewNowNext Awards და ა.შ.
სეზონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონები | გამოსვლის თარიღი | დასრულების თარიღი |
---|---|---|
1 სეზონი | 2010 წლის 8 ივნისი | 2011 წლის 21 მარტი |
2 სეზონი | 2011 წლის 14 ივნისი | 2012 წლის 19 მარტი |
3 სეზონი | 2012 წლის 5 ივნისი | 2013 წლის 19 მარტი |
4 სეზონი | 2013 წლის 11 ივნისი | 2014 წლის 18 მარტი |
5 სეზონი | 2014 წლის 10 ივნისი | 2015 წლის 24 მარტი |
6 სეზონი | 2015 წლის 2 ივნისი | დღემდე გამოდის |