პოიანა-რუსკე
იერსახე
პოიანა-რუსკე | |
---|---|
პოიანა-რუსკე | |
კოორდინატები: 45°40′ ჩ. გ. 22°20′ ა. გ. / 45.667° ჩ. გ. 22.333° ა. გ. | |
ქვეყანა | რუმინეთი |
უმაღლესი წერტილი | პადეში |
სიმაღლე | 1382 მ |
ფართობი | 2,640 კმ² |
პოიანა-რუსკე (რუმ. Poiana Ruscă) — მთის მასივი რუმინეთში, დასავლეთ კარპატებში. თაღისებური კრისტალური მასივია. სიმაღლე 700-1000 მ. მაქსიმალური სიმაღლე 1382 მ (მთა პადეში). აგებულია კრისტალური ფიქლებით. არის მაგნეტიტის, რკინის, თორიუმისა და ტყვიის საბადოები. XIX საუკუნეში მოიპოვებდნენ ოქროს, ვერცხლსა და მარილს.