პორტალი:გეოგრაფია/რჩეული სურათი
იერსახე
შხარა — მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 5068 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტებითა და გნაისებით. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან – მყინვარი შხარა. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს.