შინაარსზე გადასვლა

როსტისლავ ვაშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როსტისლავ სერგოს ძე ვაშაძე (დ. 5 აგვისტო, 1914, თბილისი, — გ. 15 თებერვალი, 1994, იქვე) — ქართველი გრაფიკოსი, სცენოგრაფი, კინოს მხატვარი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1969).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1939). ამავე წლიდან მხატვრად მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ, შემდეგ კი — თელავის დრამატულ თეატრებში. 1945 წლიდან იყო თბილისის კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კომბინირებულ გადაღებათა მხატვარი. მისი მონაწილეობით შეიქმნა ფილმები: „დავით გურამიშვილი” (1946), „აკაკის აკვანი” (1947), „ქეთო და კოტე” (1948), „ბაში-აჩუკი” (1956), „მამლუქი” (1958), „მაია წყნეთელი” (1959), „ჯარისკაცის მამა” (1964), „სინემა” (1977), „ყვარყვარე თუთაბერი” (1978), „ჯადოსნური ღამე” (1983), „საფეხური” (1986) და სხვ. შექმნა ანა ანტონოვსკაიას რომან „დიდი მოურავის” ილუსტრაციები.