სერგი მაკალათია
სერგი იოსების ძე მაკალათია (დ. 2 დეკემბერი, 1893, სეფიეთი, სენაკის მაზრა — გ. 30 აპრილი, 1974, თბილისი) — ქართველი ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1916 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1922 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1918-1919 წლებში ჯარისკაცად მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. 1921-1935 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ–ის სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1926 წლიდან გარდაცვალებამდე შეისწავლიდა საქართველოს ცალკეული რეგიონებისა და ხეობების ისტორიულ ეთნოგრაფიას, მონაწილეობდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების დაარსებაში, მესტიაში, გორში, ცაგერში, სტეფანწმინდაში და კასპში. 1937-1948 წლებში იყო გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი. მუზეუმი ამჟამად მისი სახელობისაა.[1] იკვლევდა საქართველოს ეთნოგრაფიას, ისტორიას, არქეოლოგიას, ნუმიზმატიკასა და ხელოვნებას.
სერგი მაკალათია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული[2].
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ახალწელიწადი საქართველოში, ტფ., 1927
- მთის რაჭა, ტფ., 1930
- მთიულეთი, ტფ., 1930
- თუშეთი, ტფ., 1933
- ხევსურეთი, ტფ., 1933
- ფშავი, ტფ., 1934
- ხევი, ტფ., 1934
- მესხეთ-ჯავახეთი, თბ., 1938
- სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941
- ვახტანგ გორგასლანი., 1942
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 368-369.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
- ↑ სერგი მაკალათია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2012-11-18.