შინაარსზე გადასვლა

სინანთროპული ორგანიზმები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახლის თაგვი, ობლიგატური სინანთროპი.

სინანთროპული ორგანიზმები (< ბერძ. σύν — „ერთად“ და ἄνϑρωπος — „ადამიანი“) — მცენარეები და ცხოველები, რომელთა ცხოვრების ნირი დაკავშირებულია ადამიანთან, მის საცხოვრისთან, მის მიერ შექმნილ ან შეცვლილ ლანდშაფტთან. ობლიგატური სინანთროპული ორგანიზმები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ადამიანთან და მისი სამოსახლოს მიღმა, ჩვეულებრივ, არ გვხვდებიან (სახლის თაგვი, ვირთაგვა, ტარაკანები, საწოლის ბაღლინჯო და სხვ.). ფაკულტატური სინანთროპული ორგანიზმები ნაკლებად არიან მიჯაჭვულნი ადამიანს და როგორც წესი ნათესებსა და ნარგავებში ცხოვრობენ (მ.შ. ჩვეულებრივი მემინდვრია, ზოგიერთი მცირე ზომის მტაცებელი, ბეღურასნაირი და ქათმისნაირი ფრინველები). სინანთროპულ ორგანიზმებს მიეკუთვნება მრავალი სარეველა და ადამიანის მიერ კულტივირებული მცენარეები. ჩვეულებრივ, ტერმინი „სინანთროპული ორგანიზმები“ გამოიყენება ზოოლოგიურ ლიტერატურაში.[1]

  1. Синантропные виды // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 213.