შინაარსზე გადასვლა

სულიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სულიანა
Sullana
დროშა

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი პიურა
კოორდინატები 4°54′00″ ს. გ. 80°41′00″ დ. გ. / 4.90000° ს. გ. 80.68333° დ. გ. / -4.90000; -80.68333
დაარსდა 1783
ცენტრის სიმაღლე 60 მეტრი
მოსახლეობა 162,500 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +51-071
ოფიციალური საიტი munisullana.gob.pe
სულიანა — პერუ
სულიანა

სულიანა — ქალაქი პერუს ჩრდილო-დასავლეთით, სულიანას პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს რეგიონის დედაქალაქ პიურადან 38 კილომეტრით ჩრდილოეთით.

ზოგადად პროვინციაში კლიმატი ტროპიკულია, საშუალო 27 °C ტემპერატურით. მინიმალური ტემპერატურა შეადგენს +16 გრადუსს, მაქსიმალური +38, თუმცა ხშირია, როცა 42 გრადუსამდეც ადის. ქალაქი საზრდოობს მდინარე ჩირას წყლით. ახლომდებარე მინდვრები საკმაოდ ტენიანია. აქ მოშენებულია ძირითადად ტროპიკული კულტურები: ქოქოსის პალმა, ბანანი, ბრინჯი და ა.შ.

სულიანა, სან-მარტინისა და ტუმბესის რეგიონებთან ერთად, პერუს ბამბის კომერციალიზაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრია.

სულიანას მოსახლეობა შეადგენს 162 500 კაცს (2005). მოსახლეობის 40% დაუსაქმებელია და ჩართულის საოჯახო მეურნეობაში.

ჩირას ხეობა ყოველთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან ფერმერულ არეალს. ესპანელთა შემოჭრამდე, ეს ტერიტორია დასახლებული იყო სხვადასხვა ინდიელი ხალხებით: ტალანები, მოჩიკა, ჩიმუ, ინკები. კონტინენტის ამ ნაწილში, სწორედ ამ ხეობაში დააარსეს ესპანელებმა პირველი ქალაქი, 1532 წელს. შემდგომში მათ შეცვალეს ადგილობრივი ფერმერული სისტემა.

სულიანა დაარსდა მოგვიანებით, XVIII საუკუნეში, 1783 წლის 8 ივლისს, ეპისკოპოს ბალთაზარ ხაიმე მარტინეს დე კომპანიონ ბუფანდას მიერ. ამ უკანასკნელმა ქალაქს „ელ-პრინსიპი" დაარქვა.