ტიციანი
ტიციანი | |
---|---|
დაიბადა | 1490[1] [2] |
დაბადების ადგილი | Pieve di Cadore[3] [4] [5] |
გარდაიცვალა | 27 აგვისტო, 1576[6] [4] [5] [7] |
გარდაცვალების ადგილი | ვენეცია[5] [8] |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა, რელიგიური ფერწერა[9] , მითოლოგიური ფერწერა[9] , ნიუ[9] , ისტორიული ფერწერა[9] და პორტრეტი[9] |
ტიციანი (ტიციანო) ვეჩელი (იტალ. Tiziano Vecelli; დაახლოებით 1488-90 — 27 აგვისტო, 1576) — XVI საუკუნის იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის წამყვანი ხელოვანი. დაიბადა პიევე-დი-კადორეში, ფრიულის პროვინცია, იტალია და გარდაიცვალა ვენეციაში. სიცოცხლეში ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც და კადორე, მისი დაბადების ადგილის მიხედვით.
თანამედროვეთა მიერ შეფასებული როგორც "მზე მცირე ვარსკვლავთა შორის", ტიციანის შემოქმედება იტალიელ მხატვართა შორის ყველაზე მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იყო. მოიცავდა რა პორტრეტებსა და პეიზაჟებს (ორი მთავარი ჟანრი, რითაც სახელი გაითქვა), ასევე მითოლოგიურ და რელიგიურ მოტივებს. 40 წლის ასაკში რომ გარდაცვლილიყო, მას უკვე ექნებოდა მისი დროის ყველაზე გავლენიანი ხელოვანის სახელი მოხვეჭილი. თუმცა ის ნახევარ საუკუნეზე მეტს ცოცხლობს და ბოლო წლებში პოლარულად იცვლის ხატვის სტილს, რის გამოც მრავალ ხელოვნებათმცოდნეს არ ძალუძს დაიჯეროს, რომ მისი ადრეული და გვიანდელი ნამუშევრები შესაძლებელია ერთი პიროვნების ხელს ეკუთვნოდეს. მისი კარიერის ორი პოლარული ნაწილის გამაერთიანებელია მისი ღრმა ინტერესი ფერებში. და მიუხედავად იმისა, რომ მისი გვიანდელი ნამუშევრები არ გამოირჩევა იმდენად მკაფიო ჟღერადი ფერებით, როგორც ეს მის ადრინდელ ტილოებს ახასიათებდა, მისი ფუნჯის ჰაეროვან მოსმებსა და პოლიქრომატულ ფერთა გამებს მანამდე დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში პრეცედენტი არ ჰქონდა.
ტიციანის ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტიციანის ბიოგრაფია ვრცლად[მკვდარი ბმული]
- ტიციანის შემოქმედება[მკვდარი ბმული]
- ტიციანი ნახატების გალერეა[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.nationalgallery.org.uk/artists/titian — National Gallery.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118622994 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 4.0 4.1 https://www.nationalgallery.org.uk/artists/titian
- ↑ RKDartists — 2019.
- ↑ https://www.museabrugge.be/collection/work/id/2014_GRO1232_III
- ↑ Wethey H. E. Encyclopædia Britannica
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 RKDartists