შინაარსზე გადასვლა

უჩა ლობჟანიძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლობჟანიძე.
უჩა ლობჟანიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
უჩა ლობჟანიძე
დაბადების
თარიღი
23 თებერვალი, 1987 (1987-02-23) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი
საქართველოს სსრ
სსრ კავშირი
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2006 დინამო-2 თბილისი 38 (0)
2005–2006 დინამო თბილისი 4 (0)
2007 დინამო ბათუმი 19 (0)
2007–2010 ზესტაფონი 62 (0)
2010–2014 დნიპრო 27 (0)
2011–2013   კრივბასი 47 (0)
2014–2016 ომონია ნიქოზია 35 (1)
2016–2017 დინამო თბილისი 23 (0)
2017 ატირაუ 23 (0)
2018 სამტრედია 3 (0)
2018–2019 ლოკომოტივი 18 (1)
ეროვნული ნაკრები
2007–2009 საქართველო 21 წლ. 6 (0)
2008–2017 საქართველო 51 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 სექმტემბერი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 სექმტემბერი, 2018

უჩა ლობჟანიძე (დ. 23 თებერვალი, 1987, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „ლოკომოტივის“ მარჯვენა მცველი.

უჩა ლობჟანიძემ საკლუბო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო 2004 წელს, თუმცა ნაკლებად ეძლეოდა ძირითადში თამაშის შანსი. 2005-06 წლების სეზონში უკვე ფეხი მოიკიდა კლუბის სასტარტო შემადგენლობაში.

2006 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც შეამჩნია ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ხორვატმა პეტარ სეგრტმა და ნაკრებში გამოიძახა. 2008 წელს კი ამავე სეგრტმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის დროსაც გამოიძახა, ექტორ რაულ კუპერის გუნდში მოსვლის შემდეგ ლობჟანიძე ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი გახდა დაცვის მარჯვენა ფლანგზე. 2007 წელს ლობჟანიძემ „ზესტაფონშ“ი განაგრძო კარიერა და კვლავაც კლუბის შეუცვლელ და წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა. 2010-2014 წლებში ირიცხებოდა დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ შემადგენლობაში, 2010-2013 წლებში „დნიპროდან“ იჯარის წესით განათხოვრებული იყო „კრივბასში“. იჯარიდან დაბრუნებულმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა „დნიპროს“ ძირითად გუნდში, რის გამოც გადაწყვიტა კლუბის დატოვება და ნიქოზიის „ომონიაში“ გადავიდა. 2016 წლის იანვრიდან თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.[1][2]

საქართველოს დროშა დინამო თბილისი
საქართველოს დროშა ზესტაფონი
უკრაინის დროშა დნიპრო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]