ფერენც I რაკოცი
ფერენც I რაკოცი | |
---|---|
I. Rákóczi Ferenc | |
ფერენც I რაკოცი | |
უნგრეთის სამეფო ტრანსილვანიის პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 1652 |
მმართ. დასასრული: | 1676 |
მემკვიდრე: | ფერენც II რაკოცი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1645 |
დაბ. ადგილი: | ალბა-იულია |
გარდ. თარიღი: | 1676 |
გარდ. ადგილი: | ზბოროვი |
მეუღლე: | ილონა ზრინი |
შვილები: | გიორგი (1667); ჯულიანა ბარბარა (1672–1717); ფერენც II (1676–1735) |
მამა: | დიორდ II რაკოცი |
დედა: | სოფია ბათორი |
ფერენც I რაკოცი (დ. 24 თებერვალი, 1645, ალბა-იულია, ტრანსილვანია — გ. 8 ივლისი, 1676. ზბოროვი, უნგრეთის სამეფო) — უნგრელი არისტოკრატი, ტრანსილვანიის არჩეული პრინცი და უნგრეთის ეროვნული გმირის — ფერენც II რაკოცის მამა.
ფერენც I რაკოცი იყო ტრანსილვანიის პრინცის დიორდ II რაკოცის და სოფია ბათორის შვილი. ის ტრანსილვანიის პრინცად 1952 წელს აირჩიეს. 1957 წლის კატასტროფული პოლონეთის კამპანიის გამო ოტომანთა პორტამ 1960 წელს რაკოცებს აუკრძალა ტრანსილვანიის მმართველობა.
რაკოცების ოჯახი იყო კალვინიზმის მიმდევარი. თუმცა ფერენც I-ის დედა იყო კათოლიკური ოჯახიდან და მხოლოდ ქორწინების გამო გახდა კალვინისტი, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა კათოლიციზმს და გახდა ერთ-ერთი კონტრ-რეფორმატორი უნგრეთში. ფერენც I-იც დედამისთან ერთად გახდა კათოლიკე, რთიც კათოლიკე ჰაბსბურგების კეთილგანწყობა მოიპოვა. ის 1664 წელს გახდა გრაფი.
ფერენც I 1666 წელს დაქორწინდა ხორვატ გრაფინია ილონა ზრინზე და შეუერთდა ზრინ-ფრანკოპანების შეთქმულებას, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ილონას მამა პეტრე ზრინსკი. მალე ფერენცი გახდა შეთქმულების ლიდერი და ზემო უნგრეთში დაიწყო ჰაბსბურგების წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლა, ამ დროს სხვა შეთქმულებს უნდა ეწარმოებიათ ბრძოლა ხორვატიაში. ჰაბსბურგებმა აჯანყებულების ცუდი კოორდინაციისა და ასევე კარგი ინფორმირებულობის წყალობით მათ ადვილად შეძლეს ხორვატიაში აჯანყების ჩახშობა.
როდესაც ფერენცმა შეიტყო პეტრე ზრინსკის შეპყრობის შესახებ, მან იარაღი დაყარა და შეწყალება ითხოვა. აჯანყების ყველა სხვა ლიდერი ღალატის გამო დასაჯეს, ხოლო ფერეცი დედამისის კონტრ-რეფორმისტული დამსახურებების, 300 000 ფორინისა და რამდენიმე ციხე სიმაგრის სანაცვლოდ შეიწყალეს.
ფერენც I-ს ჰყავდა სამი შვილი: გიორგი (1667), ჯულიანა ბარბარა (1672–1717) და ფერენც II (1676–1735) რომელიც შემდგომში გახდა უნგრეთის პრინცი და სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ფერენც I გარდაიცვალა 1676 წელს, ფერენც II-ს დაბადებამდე ერთი თვით ადრე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (1967) Magyar Életrajzi Lexikon. Budapest: Akadémiai Kiadó.