ფირანგიზ ალიზადე
ფირანგიზ ალიზადე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 28 მაისი, 1947 |
დაბ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი |
გარდ. ადგილი | სსრკ, აზერბაიჯანი |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, პიანისტი, მუსიკათმცოდნეობა, პედაგოგი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
ფირანგიზ ალიზადე ვიკისაწყობში |
ფირანგიზ ალიაღა კიზი ალიზადე (აზერ. Firəngiz Əliağa qızı Əlizadə; დ. 28 მაისი, 1947, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, პიანისტი ქალი, მუსიკათმცოდნე და პედაგოგი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ქალი (2000).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წელს დაამთავრა ურფანა ჰალილოვას ფორტეპიანოს და ყარა ყარაევის (1972) კომპოზიციების კლასები ბაქოს კონსერვატორიაში. აზერბაიჯანში გახდა XX საუკუნის ავანგარდული მუსიკის კლასიკური საფორტეპიანო ნაწარმოებების (არნოლდ შიონბერგის, ანტონ ვებერნის, ალბანა ბერგას, ოლივიე მესიანას, ჯონ კეიჯის, ჯორჯ კრამას) პირველი შემსრულებელი.[1]
1976 წლიდან ასწავლიდა ბაქოს კონსერვატორიაში, 1990 წლიდან — პროფესორი. 1993-1996 წლებში ასწავლიდა თურქულ ქალაქ მერსინში, იყო საოპერო გუნდის ხელმძღვანელი. 1999 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში. 2007 წელს დაბრუნდა სამშობლოში, სადაც არჩეულ იქნა აზერბაიჯანის კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელად.
როგორც კომპოზიტორი ალიზადე თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან შემსრულებელთან — განსაკუთრებით მევიოლინოებთან. მან სავიოლინო კონცერტი მიუძღვნა ივან მონიგეტის, რომელიც თვითონ მონიგეტიმ შეასრულა, პიესა „დერვიში“ დაწერა იო-ოი-მასთვის და ჩართო იგი მსოფლიო ტურნეში, პიესა „ოიანი!“ დაწერა მსტისლავ როსტროპოვიჩის დაკვეთით, როგორც მსტისლავ როსტროპოვიჩის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო შესრულებისათვის. ალიზადეს ნაწარმოებების დისკო ჩაწერილი იქნა კრონო-კვარტეტის მიერ.[2] ამის გარდა ალიზადეს ნაწარმოებებს ასევე დავიდ გერინგასი, ალექსანდრე ივაშკინი და მრავალი სხვა ცნობილი მუსიკალური შემსრულებლები ასრულებენ.
მუსიკალური ნაწარმოებების გარდა, ფირანგიზ ალიზადეს ასევე ეკუთვნის სტატიების ნაკრები „აზერბაიჯანის სიმფონიური მუსიკა“ (აზერ. Azərbaycanın simfonik musiqisi; 1998) და სტატია ყარა ყარაევზე, რომელიც გამოქვეყნებული იქნა ყარა ყარაევის 80-წლის თავთან დაკავშირებით ფოტოალბომში (1997).
აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ქალი (2000). 2008 წელს იუნესკომ ფირანგიზ ალიზადეს მიანიჭა „იუნესკოს არტისტი მშვიდობისათვის“ საპატიო წოდება.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Franghiz Ali-Zadeh. Classical Composers Database. ციტირების თარიღი: 2014-03-22.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ О. Савицкая. Апрельские премьеры // «День» (Киев), № 71, 17 апреля 2008.
- ↑ В Лондоне прозвучала музыка азербайджанского композитора დაარქივებული 2005-02-21 საიტზე Wayback Machine. // Day.az, 2 февраля 2005.
- ↑ Музыкант и педагог из Азербайджана Франгиз Али-заде удостоена звания «Артист ЮНЕСКО за мир» // Центр новостей ООН