ფოთლიჭამიასებრნი
იერსახე
ფოთლიჭამიასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Chrysomelidae | ||||||||||||
|
ფოთლიჭამიასებრნი (ლათ. Chrysomelidae) — მწერების ოჯახი ხეშეშფრთიანთა რიგისა. აქვთ კვერცხისებური, მომრგვალო, ცილინდრული სხეული, რომლის სიგრძე 1 სმ აღწევს. ცხოვრობენ ღიად, იშვიათად ნიადაგში (Eumolpinae), წყალსაცავების ნაპირებზე (Donaciinae). მსოფლიოში ცნობილია ფოთლიჭამიასებრთა 40 000 სახეობა. საქართველოში — 250-მდე. აქედან 132 სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ტყის ჯიშების მავნებელია (ალვის ხის, მურყნის, რაფსის, პირშუშხას ფოთლიჭამია, კოლორადოს ხოჭო). იკვებებიან ფოთლებით (აქედანაა სახელწოდება) და აზიანებენ მათ — ფოთლის ფირფიტაზე აკეთებენ ხვრელებს, გამოჭამენ ნაპირებს, მატლები კი ფოთლის ქსოვილს ნაღმავენ.
ბრძოლის ღონისძიებები: ინსექტიციდების შესხურება და შეფრქვევა, შესაბამისი აგროტექნიკის გამოყენება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სეფერთელაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 352.