ყუბის სახანო
იერსახე
ყუბის სახანო — ფეოდალური სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აზერბაიჯანში. ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის II ნახევარში. 1758-1789 წლებში სახანოს მართავდა ფათალი-ხანი, რომელმაც გააერთიანა აზერბაიჯანის კასპიისპირა მიწები სამხრეთით ქ. არდებილამდე. 1787 წელს ფათალი-ხანმა კავშირი შეკრა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სთან ირანის აგრესიის წინააღმდეგ. XVIII საუკუნის ბოლო მესამედში ყუბის სახანოს გამგებელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. ფათალი-ხანის გარდაცვალების შემდეგ სახანო დაიშალა და 1806 წელს რუსეთს შეუერთდა, რაც განამტკიცა 1813 წლის გულისტანის საზავო ხელშეკრულებამ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 661.