შინაარსზე გადასვლა

ძუკერო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძუკერო
იტალ. Zucchero Fornaciari

ძუკერო სკანერბორგის ფესტივალზე, 2007 წლის აგვისტო
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ადელმო ფორნაჩარი
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი, 1955 (1955-09-25) (69 წლის)[1]
დაბ. ადგილი რეჯო-ემილია
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • ჩანაწერის პროდიუსერი
აქტიური 1970-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Polydor, Universal
საიტი zucchero.it
ძუკერო ვიკისაწყობში

ადელმო ფორნაჩარი (იტალ. Adelmo Fornaciari; დ. 25 სექტემბერი, 1955), უფრო მეტად ცნობილია სასცენო სახელით ძუკერო ფორნაჩარი (იტალ. Zucchero Fornaciari) ან უბრალოდ ძუკერო (იტალ. Zucchero) — იტალიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ხშირად მოიხსენიებენ „იტალიური ბლუზის მამად“, რომელმაც პირველმა შემოიტანა იტალიის დიდ სცენაზე ბლუზი.[1]

ზედმეტსახელი ძუკერო („შაქარი“) დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა შეარქვა.[2][3] მისი მუსიკა მოიცავს ბლუზს, როკს, ბლუზს-როკს, რიტმ-ენდ-ბლუზს, სოულს, გოსპელს, ფანკს, პოპ-როკსა და პოპს.

ძუკერო იმ ევროპელ ბლუზ შემსრულებელთა მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც დღემდე მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობენ.[1]

ძუკეროს კარიერა სამ ათწლეულზე მეტს მოიცავს. მისი ჩანაწერების გაყიდვების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიონამდე აღწევს.[4][5] საერთაშორისო დონეზე მისი ყველაზე წარმატებული სინგლებია „Diamante“, „Il Volo/My Love“, „Baila (Sexy Thing)/Baila morena“ და „Senza una donna“ (პოლ იანგთან ერთად). ძუკერო რიგი ჯილდოების მფლობელია, რომელთა შორისაა Festivalbar, ცხრა Wind Music Awards, ორი World Music Awards (1993, 1996),[6] ექვსი IFPI Europe Platinum Awards[7] და გრემის ერთი ნომინაცია.[8] იგი თანამშრომლობდა და ასევე ასრულებდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან როგორებიც არიან ერიკ კლეპტონი, ჯეფ ბეკი, სტივი რეი ვონი, ბრაიან მეი, მაილს დეივისი, რეი ჩარლზი, ბი ბი კინგი, სტინგი, ბონო, დოლორეს ო’რიორდანი, პოლ იანგი, პიტერ გებრიელი, ლუჩიანო პავაროტი და ანდრეა ბოჩელი.[1][2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Dicaire, David (2001). More Blues Singers: Biographies of 50 Artists from the Later 20th Century. McFarland, გვ. 232–248. ISBN 9780786410354. 
  2. 2.0 2.1 Katz, Larry (13 August 1997). „Musicians love Zucchero“. New Straits Times. ციტირების თარიღი: 2 March 2016.
  3. Monina, Michele (2014). Il grande libro del pop italiano (it). Fanucci Editore. ISBN 9788834718933. 
  4. D'Orrico, Antonio (9 November 2011). „Zucchero: "Ecco il romanzo della mia vita" [Zucchero: "Here's the novel of my life"]. Corriere della Sera (იტალიური). ციტირების თარიღი: 2 March 2016.
  5. Shugaar, Antony (23 April 2014). „Zucchero and Special Guests“. The New York Review of Books. ციტირების თარიღი: 5 March 2016.
  6. Bonomi, Ilaria; Coletti, Vittorio (2015) L'Italiano della musica nel mondo (it). goWare & Accademia della Crusca. ISBN 9788867974252. ციტირების თარიღი: 2 March 2016. 
  7. IFPI. IFPI (2005-09-01). ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  8. TC&C. (17 January 2007) Zucchero e' stato nominato ai Grammy Awards 2007. Musicalnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 14 August 2011.