წყალდიდობა ევროპაში (2005)
წყალდიდობა ევროპაში — ძლიერი წყალდიდობა, რომელიც დაფიქსირდა 2005 წლის აგვისტოში. გამოვლინდა რუმინეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში; საერთო ჯამში წყალდიდობამ გადაუარა ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპას. წყალდიდობას სხვადასხვა ქვეყნებში მასობრივი მსხვერპლიც მოჰყვა.
კატასტროფის შედეგად ყველაზე მეტად რუმინეთი დაზარალდა, სადაც წყალდიდობამ დაახლოებით 30-მდე კაცი იმსხვერპლა. საერთო ზარალმა ასტრონომიულ ციფრს მიაღწია; საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. დაინგრა სახლები და სხვადასხვა შენობები, რის შემდეგ მრავალი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
კატასტროფამ იმსხვერპლა შვეიცარიაც. აქ უწყვეტი თავსხმა წვიმების შემდეგ არაერთი კანტონი დაზარალდა. იყო მასობრივი ევაკუაცია. დაფიქსირდა მსხვერპლიც.
გერმანიაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, მრავალი რაიონი წყლის ქვეშ მოექცა, რის შემდეგად შეუძლებელი გახდა გარე სამყაროსთან კავშირი. საგზაო მარშრუტები ტალახითა და ნაყარით დაიფარა, რის გამოც გადაიკეტა გზები.