4chan
4chan | |
---|---|
საიტი | 4chan.org |
კომერციულობა | კი |
საიტის ტიპი | ინტერნეტ-ფორუმი |
რეგისტრაცია | არა |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
მფლობელი | ნასიმურა ხიროიუკი |
შემქნელი | ქრისტოფერ პული (moot) |
გაეშვა | 1 ოქტომბერი, 2003 |
Alexa-ს რეიტინგი | 581[1] |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
4chan (იაპონ. 四葉 იოცუბა „ოთხი ფოთოლი“; ფოჩან, ფორჩან) — ინგლისურენოვანი იმიჯბორდი და ანონიმური ინტერნეტ-ფორუმი. შექმნილია იაპონური იმეიჯბოარდის „futaba channel“-ის გავლენით.[2][3] ის დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იმეიჯბოარდია მსოფლიოში.
4chan-ი შეიქმნა ქრისტოფერ პულის მიერ 2003 წლის 1 ოქტომბერს. 2015 წლის 21 იანვარს moot-მა დატოვა საიტის ადმინისტრაცია, ხოლო 21 სექტემბერს, მან განაცხადა, რომ საიტი გადადის 2channel-ის დამაარსებლის ნასიმურა ხიროიუკის მფლობელობაში.
4chan-ი შიეცავს 60-ზე მეტ განყოფილებას იმეიჯბოარდის სტილში. ყველა განყოფილებას აქვს უნიკალური შემოკლებული სიტყვის და წინადადების ერთი ან რამდენიმე ასოიანი კოდი (მაგალითად, /a/ — ანიმე და მანგა, /k/ — იარაღი, /mu/ — მუსიკა, /pol/ — პოლიტიკა და ა.შ.) რომლებიც როგორც წესი განყოფილების სახელად გამოიყენება. ყველა განყოფილებას გამოირჩევა საკუთარი თემატიკით (გარდა /b/ განყოფილებისა), წესებით და თავისებური სუბკულტურით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 4chan.org Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 16, 2018. ციტირების თარიღი: October 2, 2016.
- ↑ Danny O'Brien. (2008-05-02) Tuning into innovation outside the confines of English-speaking web. Irish Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 2009-01-17.
- ↑ FAQ – What is 4chan?. 4chan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-26. ციტირების თარიღი: 2008-07-15.