A Kind of Magic — ინგლისურიროკ-ჯგუფ Queen-ის მეთორმეტე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1986 წლის 3 ივნისს ბრიტანეთში EMI Records, ხოლო აშშ-ში – Capitol Records-ის მიერ. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, ჩაწერილი ციფრულად. მასალა, შეტანილი მასში, ძირითადად ეფუძნება ფილმ „მთიელში“ გაჟღერებულ სიმღერებს. A Kind of Magic აგრეთვე Queen-ის პირველი ალბომია, გამოცემული 1985 წელს Live Aid-ზე ცნობილი გამოსვლის შემდეგ. ბრიტანეთში დისკი უმალვე ჰიტური გახდა, მოხვდა ჩარტის #1 პოზიციაზე და პირველივე კვირაში გაიყიდა 100 000 ასლის ოდენობით. ბრიტანეთში იგი ჩარტში 63 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა,[7] ხოლო მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა 6 მილიონი ასლის ოდენობით (აქედან მხოლოდ 600 000 ბრიტანეთში გაიყიდა. A Kind of Magic-იდან გამოიცა შემდგომში ჰიტებად ქცეული სინგლები: „A Kind of Magic“, „One Vision“, „Friends Will Be Friends“[8] და „Who Wants to Live Forever“, „მთიელის“ თემატური სიმღერა.[9]
მიუხედავად იმისა, რომ Queen-მა ფრედი მერკურისთან ერთად კიდევ ორი ალბომი ჩაწერა (Innuendo-ს და Made in Heaven-ის გარდა), A Kind of Magic იყო მათი უკანასკნელი დისკი, რომლის გამოსვლას ახლდა მხარდამჭერი ტურნე – შემდგომში მერკური ებრძოდა აივ-ს და 1991 წელს გარდაიცვალა. პირველად თავის ისტორიაში ალბომზე მუშაობისას Queen-მა სხვებს ნება დართო, გადაეღოთ სტუდიაში მუშაობის კადრები, რაც ასახულია „One Vision“-ის ოფიციალურ ვიდეოში.
ალბომი წარმოადგენს ფილმ „მთიელის“ არაოფიციალურ საუნდტრეკს (ვინაიდან ოფიციალური არ გამოცემულა). სიმღერის და ალბომის სახელწოდება „A Kind of Magic“ მომდინარეობს ფილმის პერსონაჟ, კონორ მაკლეოდის (კრისტოფერ ლამბერტი) ფრაზიდან, რომელიც აღწერს მის უკვდავობას.[10] ფილმში ჟღერს ალბომის ცხრა სიმღერიდან ექვსი, თუმცა სხვადასხვა სახით. ფილმში არ ჟღერს „Pain Is So Close to Pleasure“, „Friends Will Be Friends“ და „One Vision“ (ფილმიდან „რკინის არწივი“). ამასთან, „Theme from New York, New York“, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა, ალბომში არ შესულა და დღემდე ოფიციალურად არსად გამოცემულა. ბრაიან მეისGreatest Video Hits 2-ზე (2003) ჩაწერილი კომენტარიდან ნათელი ხდება, რომ „მთიელის“ ნამდვილი საუნდტრეკის გამოცემა ადრე თუ გვიან მაინც სურდათ. ფილმში აგრეთვე ჟღერს ნაწყვეტი „Hammer to Fall“-იდან, წინა ალბომის The Works სიმღერიდან.
Queen-ის Live Aid-ში მონაწილეობის შემდეგ ფრედი მერკური შემოქმედებითად განწყობილი იყო, დაურეკა ჯგუფის წევრებს და სტუდიაში მიიწვია, ახალი სიმღერის დასაწერად. „One Vision“-ის ავტორი ჯგუფის ოთხივე წევრია, თუმცა როჯერ ტეილორი ავსტრალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ახსენებს, რომ თავდაპირველად ავტორი თავად იყო, ტექსტში კი მარტინ ლუთერ კინგის მსგავსი პიროვნებები იყო ნახსენები. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ „დამპალმა ფრედიმ“ შეცვალა მისი ორიგინალური ტექსტი სიტყვებით „one shrimp, one prawn, one clam, one chicken“ (ქართ.ერთი კრევეტი, ერთი მოლუსკი, ერთი ქათამი), დაამატა რა ჯონ დიკონის ხსენებაც. ბრაიან მეი სიმღერაში ასრულებს შესავალს Yamaha DX-7-ზე. სესიების ამსახველი ვიდეო შეტანილია DVD-ში Greatest Video Hits 2. სიმღერა არ ჟღერს „მთიელში“, მაგრამ შეტანილია 1986 წლის ფილმში „რკინის არწივი“.
„A Kind of Magic“ დაიწერა ტეილორის მიერ. მას თავად აქვს ნათქვამი, რომ დაწერა შემდგომში „One Vision“-ისთვის და „A Kind of Magic“-ისთვის გამოყენებული ტექსტის ნაწილი (რაც კარგად ჩანს ალბომის 2011 წლის გამოცემის დამატებით EP-ში შეტანილი დემოდან). მოგვიანებით, აშშ-ში რამდენიმე დღით წასული ტეილორისგან ფარულად, მერკურიმ გადაამუშავა ტექსტი, დაამატა ბასის პარტია და შეცვალა სტრუქტურა. მიუხედავად ამისა, ახალი, პოპ-მუსიკის სტილში დაწერილი ვერსიის ავტორადაც ტეილორია მითითებული. ალბომში შეტანილია სწორედ ეს ვერსია, აგრეთვე გამოსული სინგლზე, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდა საკონცერტო კლავიშისტი სპაიკ ედნი. მძიმე, ალტერნატიული ვერსიაც პირველად შეიტანეს 2011 წლის გამოცემის დამატებით EP-ში. იგი აგრეთვე ჟღერს „მთიელის“ ტიტრების დროს.
1988 წელს სიმღერის საკუთარი ვერსია ელენ პეიჯის მიერ ჩაიწერა ალბომისთვის The Queen Album. ტექნიკურად „A Kind of Magic“ არის კოლექტივის ისტორიაში პირველი სასათაურო სიმღერა, ვინაიდან „Sheer Heart Attack“ შეტანილია არა ამავე სახელწოდების ალბომში, არამედ News of the World-ში, ხოლო „Play the Game“ და „More of That Jazz“ მხოლოდ ალბომების სახელწოდებების ვარიაციებია.