შინაარსზე გადასვლა

Ride the Lightning (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Ride the Lightning“
სიმღერამეტალიკა
ალბომიდან Ride the Lightning
გამოსვლის თარიღი 27 ივლისი, 1984[1]
ჩაიწერა 20 თებერვალი-14 მარტი, 1984 წელი, სტუდიაში Sweet Silence Studios, კოპენჰაგენი, დანია
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 6:36
ხმისჩამწერი ლეიბლი Megaforce,
Music for Nations, Elektra, Vertigo
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
კლიფ ბარტონი,
დეივ მასტეინი
პროდიუსერი მეტალიკა,
ფლემინგ რასმუსენი

Ride the Lightningამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეორე სიმღერა მათივე ამავე სახელწოდების ალბომიდან.

Ride the Lightning მეტალიკის პირველი სიმღერაა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სამართლის სისტემის საცოდაობაზე და ერთ-ერთია იმ ორი სიმღერიდან, რომლის შექმნაში თავისი წვლილი ჯგუფის ყოფილ წევრს, დეივ მასტეინსაც მიუძღვის. მას მიიჩნევენ ალბომის ...And Justice for All ტექსტების იდეის შექმნის წინაპირობად.[2] მასში ასახულია იმ პიროვნების სულიერი ტანჯვა, აზრები და გრძნობები, რომელიც დამნაშავედ ცნეს და ელექტრო სკამისთვის გაწირეს, მის მდგომარეობას უშუალოდ სიკვდილით დასჯის წინ, რომელიც მას არ დაუმსახურებია.[2][3][4] ტექსტი სიმღერის ბოლოს „Wakened by the horrid scream, freed from the frightening dream“ ნათლად მიუთითებს, რომ ყველაფერი სიმღერაში აღწერილი იყო მხოლოდ ფანტაზია, აზრები და გრძნობები.[3][4]

სიმღერის ავტორები არიან კლიფ ბარტონი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი და დეივ მასტეინი.

  1. ალბომი Ride the Lightning. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-13. ციტირების თარიღი: 2011-06-28.
  2. 2.0 2.1 Ride the Lightning. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-08. ციტირების თარიღი: 2011-06-28.
  3. 3.0 3.1 Ride the Lightning. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-06-28.
  4. 4.0 4.1 Ride the Lightning. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-06-28.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუსიკალური ნაწყვეტები: