შინაარსზე გადასვლა

Wap

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

WAP - Wireless Application Protocol (უკაბელო დაშვების პროტოკოლი) — ინფორმაციის მიღების საშუალება ინტერნეტ-რესურსებიდან მხოლოდ მობილური ტელეფონების საშუალებით, მოდემისა და კომპიუტერის გარეშე. ინტერნეტიდან ინფორმაცია გადაიცემა ტელეფონის დისპლეიზე.

ტექნუკურად თუ მობილური ტელეფონით შესაძლებელი იქნებოდა იმხელა ინფორმაციის ჩვენება დისპლეიზე როგორც კომპიუტერი, მაშინ WAP არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული ჩვეულებრივი WEB გვერდების ჩვენებისას. მაგრამ მობილური ტელეფონის დისპლეი არის პატარა ამიტომ ინფორმაცია გადაიცემა დაბალი გრაფიკით, და ინფორმაცია დაყვანილია აბსოლუტურ მინიმუმამდე

თანამედროვე მობილური ტელეფონებს აქვს WAP ბრაუზერი.

1995 წელს კომპანია Unwired Planet ( მოგვიანებით გადაერქვა სახელი Phone.com, და საბოლოოდ Openwave) შესთავაზა კავშირის პროტოკოლი ქსელებისთვის CDMA, DAMPS (CDPD) და iDEN რეალიზებული HDML (Handheld Device Markup Language) ენის ბაზაზე.

პირველად WAP გამოჩნდა 1997 წლის ივნისში, როდესაც მობილური ბაზრის 3 მა ლიდერმა - Ericsson, Motorola და Nokia ასევე ამ პრობლემის მიმართ ორიენტირებული ფირმა - Unwired Planet შექმმნა WAP ფორუმი. არაკომერციული ორგანიზაცია WAP ფორუმი (www.wapforum.org) დაარსდა 1998 წლის იანვარში. იდეა 2 ფენომენის მობილური კავშირის და ინტერნეტის გაერთანებით 20 საუკუნის მიწურულს მიიღეს სიხარულით. ნახევარი წლის განმავლობაში მონაწილე კომპანიები გახდნენ მსხვილი მობილური ტელეფონის მწარმოებელი კომპანიები. დღეს კონსორციუმში შედის დაახოლებით 500მდე ორგანიზაცია. 1998 წლის მაისში გამოქვეყნდა პირველი WAP 1.0 მაგრამ ამ ვერსიაში იყო ძალიან ბევრი შეცდომები და პრაქტიკულად ერთ წელიწადში 1999 წლის ივნისში გამოვიდა WAP v.1.1. 2000 წლის ზაფხულში WAP v.1.2 და მისი გაუმჯობესება WAP v.1.2.1. ბოლო ვერსია WAP 2.0 გამოჩნდა 2002 წლის იანვარში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Wap“-დან