შინაარსზე გადასვლა

იოანე ოქროპირი

ვიკიციტატიდან
იოანე ოქროპირი

იოანე ოქროპირი (დ. 344 და 354 წლებს შორის, ანტიოქია – გ. 14 სექტემბერი, 407, კომანში (კამანი), სოხუმი) — ქრიატიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.

სწავლებანი

[რედაქტირება]
  •  

შური მკვლელობის ფესვია.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 480

  •  

ბოროტება საკუთარ თავს ვნებს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 291

  •  

მოწყალების გარეშე ლოცვაც უნაყოფოა.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 299

  •  

გსურს პირველობა? - ის ჯერ სხვას დაუთმე.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 368

  •  

კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 254

  •  

უფალი ღმერთი ხელს გიწვდის: გაუწოდე შენიც.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 83

  •  

მწუხარებები ჩვენი სკოლაა, სადაც ვსწავლობთ.

  ციტატის წყარო: მწუხარება

  •  

ამპარტავნება გონების სიმწირის დადასტურებაა.

  ციტატის წყარო: ამპარტავნება, გონება

  •  

ხელმძღვანელს დამორჩილებული ღმერთს ემორჩილება.

  ციტატის წყარო: მორჩილება, ქვეშევრდომთა მოვალეობანი, ღმერთი

  •  

ისე არაფერი ესათნოება უფალს, როგორც - მადლიერება.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 35

  •  

საქმით გაუნათლებელი სიბრძნე სირცხვილის წინდია.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 262

  •  

მოწყალებას ღატაკს აძლევ, ქრისტე კი ღებულობს მას.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 304

  •  

შენ იზრუნე ღვთისაზე და ღმერთიც იზრუნებს შენსაზე.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 129

  •  

ვინც სიმდიდრის ვნება დათრგუნა, ყველაზე მდიდარია.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 638

  •  

როცა უფალი აწესრიგებს, მაშინ ძნელიც ადვილი ხდება.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 135

  •  

წმიდანის პატივისცემა მათ მიბაძვაში მდგომარეობს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 275

  •  

საქციელითა და ცხოვრებით სწავლება ყველაზე უკეთესია.

  ციტატის წყარო: აღზრდა, მაგალითი ადამიანებისა

  •  

სხვისი ცოდვაში ჩაგდების გამო ორმაგად ვაგებთ პასუხს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 380

  •  

თუ საყვედურს საყვედურითვე უპასუხებ, ცეცხლს გააჩაღებ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 338

  •  

ცოდვაში მცხოვრები მკვდრისაგან არაფრით განსხვავდება.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 396