შინაარსზე გადასვლა

აჯანყება 8888

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჯანყება 8888 — სამოქალაქო დაუმორჩილეობლობის აქციების სერია მიანმარში 1988 წელს. აქცია დაიწყო 1988 წლის 8 აგვისტოს (8.8.88), რის გამოც აქციამ მიიღო სახელწოდება „აჯანყება 8888“[1].

აჯანყების დაწყების მიზეზი გახდა 1962 წლიდან გენერალ ნე ვინის ხელმძღვანელობით მმართველი ბირმის სოციალისტური პროგრამის პარტიის კატასტროფული პოლიტიკა. ამ პერიოდში მიანმა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა[2][3][4]. მას შემდეგ რაც გერნერალმა ნე ვინმა გასცა ბრძანება მიმოქცევიდან ამოეღოთ 100, 75, 35 და 25 ნომინალის მქონე კიატები და დაეტოვა მხოლოდ 45 და 90 ნომინალის მქონე, რადგან ეს ნომრები იყოფოდა 9-ზე, ამბოხდნენ რანგუნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები. ქუჩის არეულობების შემდეგ რანგუნის უნივერსიტეტი დახურეს და სტუდენტები გაუშვეს სახლში.

ოქტომბერში სწავლა აღდგა უნივერსიტეტში, რანგუნშიც და მანდალაშიც დაიწყო დისიდენტური ბუკლეტების გავრცელება, გაიმართა მცირე საპროტესტო აქციები. 1988 წელს სტუდენტების დასაშლელად, რომლებიც სამხედროების მმართველობის, პოლიციელების ძალადობის, ეკონომიკური ვარდნისა და მთავრობის წევრების კორუფციის გამო, უკმაყოფილონი იყვნენ, პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რომლის დროსაც დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. უნივერსიტეტი დამდენიმე თვით კვლავ დახურეს.

1988 წელს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყო პეგუში, მანდალაიში, ტავოიში, ტაუნგუში, სიტუეში, პაკჰოუკუში, მეიში, მინბუსა და მიჩინუში. მათი გავლენითა და მრავალპარტიული დემოკრატიის მოთხოვნის ქვეშ გენერალი ნე ვინი თავისი თანამდებობიდან გადადგა. მაგრამ ახალი მთავრობის თავმჯდომარედ და ქვეყნის მეტაურად დანიშნა მოსახლეობისათვის არასასურველი სეინ ლვინი, რომელიც მოსახლეობაში ცნობილი იყო „რანგუნელი მეხორცის“ სახელით.

სტუდენტებმა საერთო ეროვნული დემონსტრაცია დანიშნეს 1988 წლის 8 აგვისტოს. აგვისტოს დასაწყისში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო იატაკქვეშა ორგანიზაციების ჩამოყალიბება. სტუდენტურ აქციებს შეუერთდნენ ბერები და სხვადასხვა სფეროს მუშაკები, მთავრობის წარმომადგენლებით დაწყებული მასწავლებლებით და ექიმებით დამთავრებული. 3 აგვისტოს მთავრობამ კომენდანტის საათი გამოაცხადა 20:00 საათიდან 04:00 საათამდე და აუკრძალა ხუთზე მეტ ადამიანს ერთად დგომა.

8 აგვისტოს გაიმართა დაგეგმილი საერთო ეროვნული დემონსტრაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეთნიკურმა უმცირესობებმა, ბუდისტებმა, მუსულმანებმა, სტუდენტებმა, მუშებმა, ახალგაზრდებმა თუ მოხუცებმა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრი რანგუნი იყო, სადაც ყოველდღიური საპროტესტო მარში იმარტებოდა 19 სექტემბრამდე. სტუდენტების საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანას მოედო. მათ მხარი დაუჭირეს ასობით ათასმა ბერმა, დიასახლისმა, ექიმმა თუ პედაგოგმა. მასშტაბური აქციებით შეშინებულმა მათავრობამ პირობა დადო გაითვალისწინებდა მომიტინგეების მოთხოვნას, მაგრამ მოგვიანებით ნე ვინმა დემონსტრანტების დახვრეტის ბრძანება გასცა. მომიტინგეები მოლოტოვის კოქტეილებით, ხმლებით, დანებით, ქვებით, მოწამლული ისრებითა და მოტოციკლეტის ჩხირებით დაუპირისპირდნენ სამთავრობო ძალებს. 10 აგვისტოს ჯარისკაცებმა მედდები დახვრიტეს. არაოფიციალური მონაცემებით დაღუპული დემონსტრანტების რიცხვი რამდენიმე ასეულიდან 10 000-მდე მერყეობს, ოფიციალური მონაცემებით კი დაიღუპა 95 და დაიჭრა 240 ადამიანი.

12 აგვისტოს ნე ვინი გადადგა, დემონსტრანტები ზეიმობდნენ. 19 აგვისტოს მთავრობის თავმჯდომარე და ქვეყნის მეთაური გახდა მეცნიერი მაუნგ მაუნგი, ნე ვინის ბიოგრაფი, ერთადერთი სამოქალაქო პირი მმართველი პარტიის ზედა ეშელონებში. მისმა დანიშვნამ პროტესტის ტალღა შეანელა. 22 აგვისტოს საპროტესტო აქციები კვლავ აღსდგა. 26 აგვისტოს პოლიტიკურ არენას დაუბრუნდა ავადმყოფ დედაზე ზრუნვით დაკავებული აუნ სან სუ ჩი, რომელიც დემოკრატიის სიმბოლო გახდა როგორც მიამნარში, ასევე დასავლეთის ქვეყნების თვალში. სექტემბრის კონგრესზე დელეგატების 90 %-მა მხარი დაუჭირა მრავალპარტიული სისტემის შემოღებას.

1988 წლის 18 სექტემბერს ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, მშვიდობისა და განვითარების სახელმწიფო საბჭოს სათავეში ჩაუდგა სო მაუნგი, რომელმაც შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება. 21 სექტემბერს ხუნტამ კონტროლი დაამყარა მთელს ქვეყანაზე, ოქტომბერში სტუდენტთა დემონსტრაციები დაიშალა.

პროტესტის დროს დაიღუპა ათასი ადამიანი.[5] ბირმის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით კი დაიღუპა 350 ადამიანი[6][7].

პროტესტების შედეგად ეროვნული გმირი გახდა აუნ სან სუ ჩი. 1990 წელს მისმა პარტიამ (ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის), მოიპოვა ხმების 80% (392 ადგილი 447-დან), მაგრამ ხუნტამ უარყო არჩევნების შედეგები და აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობის რეჟიმში გადაიყვანა.

  • Boudreau, Vincent. (2004). Resisting Dictatorship: Repression and Protest in Southeast Asia. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-83989-1.
  • Burma Watcher. (1989). Burma in 1988: There Came a Whirlwind. Asian Survey, 29(2). A Survey of Asia in 1988: Part II pp. 174–180.
  • Callahan, Mary. (1999). Civil-military relations in Burma: Soldiers as state-builders in the postcolonial era. Preparation for the State and the Soldier in Asia Conference.
  • Callahan, Mary. (2001). Burma: Soldiers as State Builders. ch. 17. cited in Alagappa, Muthiah. (2001). Coercion and Governance: The Declining Political Role of the Military in Asia. Stanford University Press. ISBN 978-0-8047-4227-6
  • Clements, Ann. (1992). Burma: The Next Killing Fields? Odonian Press. ISBN 978-1-878825-21-6
  • Delang, Claudio. (2000). Suffering in Silence, the Human Rights Nightmare of the Karen People of Burma. Parkland: Universal Press.
  • Europa Publications Staff. (2002). The Far East and Australasia 2003. Routledge. ISBN 978-1-85743-133-9.
  • Ferrara, Federico. (2003). Why Regimes Create Disorder: Hobbes’s Dilemma during a Rangoon Summer. The Journal of Conflict Resolution, 47(3), pp. 302–325.
  1. Tweedie, Penny. (2008). Junta oppression remembered. Reuters
  2. Burma Watcher (1989)
  3. *Tallentire, Mark (28 September 2007). The Burma road to ruin. The Guardian.
  4. Woodsome, Kate. (7 October 2007). 'Burmese Way to Socialism' Drives Country into Poverty დაარქივებული 2012-12-08 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Voice of America
  5. Fogarty, Phillipa (7 August 2008). Was Burma’s 1988 uprising worth it?. BBC News
  6. Ottawa Citizen. 24 September 1988. pg. A.16
  7. Associated Press. Chicago Tribune. 26 September 1988.