კუბის რევოლუცია
კუბის რევოლუცია | |||
---|---|---|---|
თარიღი | 1953 წლის 26 ივლისი - 1959 წლის 1 იანვარი | ||
მდებარეობა | კუბა | ||
შედეგი | „26 ივლისის მოძრაობის” გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
კუბის რევოლუცია ვიკისაწყობში |
კუბის რევოლუცია — შეიარაღებული ბრძოლა კუბაში ფულხენსიო ბატისტას ხელისუფლების დასამხობად, რომელიც დაიწყო 1953 წლის 26 ივლისს და 1959 წლის 1 იანვარს აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1952 წლის 10 მარტს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად კუბის სათავეში მოვიდა ფულხენსიო ბატისტა, რომელმაც ქვეყანაში დაამყარა სამხედრო-პოლიციური დიქტატურა. გადატრიალებამ უკმაყოფილება გამოიწვია პროგრესულად განწყობილ ახალგაზრდებში, რომლის ყველაზე რადიკალურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ადვოკატი და დამწყები პოლიტიკური მოღვაწე ფიდელ კასტრო.
1953 წლის 26 ივლისს 165 პარტიზანისგან შემდგარმა ჯგუფმა, ფართო მასებზე დაყრდნობით ფიდელ კასტროს მეთაურობით სანტიაგო-დე-კუბაში თავს დაესხა მონკადას ყაზარმას[1] . ორსათიანი ბრძოლის შემდეგ რევოლუციონერები დამარცხდნენ, ამბოხებულთა უმრავლესობა მოკლული იქნა, ხოლო დანარჩენები დააპატიმრეს.
1953 წლის 21 სექტემბერს გაიმართა სასამართლო, პროცესზე ფიდელ კასტრომ უარი თქვა ადვოკატზე და თავს თვითონ იცავდა, მან ამ პროცესზე წაროთქვა თავისი ცნობილი სიტყვები „მე ისტორია გამამართლებს”. მიუხედავად იმისა, რომ ყველა განსასჯელს მიესაჯა ხანგრძლივი პატიმრობა (ფიდელ კასტრო მიესაჯა 15 წელი), საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გამო ბატისტა იძულებული გახდა ამბოხებულები შეეწყალებინა.
ძმები კასტროები ემიგრირდნენ მექსიკაში, სადაც მათ დაიწყეს მომავალი რევოლუციური მოძრაობის „26 ივლისის მოძრაობის” (М-26) შექმნა. იმ დროისთვის მექსიკა ლათინური ამერიკის რევოლუციონერთა ტრადიციული დასაყრდენი იყო, სწორედ აქ შეხვდა ფიდელ კასტრო ჩე გევარას, რომელიც „М-26” რიგებში შევიდა.
კუბაში ექსპედიციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, „М-26-ს” ორი აქტივისტი (პედრო მირეტი და ენიო ლეივა) მექსიკის პოლიციამ დააკავა საკუთარ სახლში მეხიკოში, სადც მათ უპოვეს 4 შაშხანა ოპტიკური სამიზნეებით, 3 ნახევრად ავტოატური შაშხანა "ტომპსონი", 17 პისტოლეტი და სხვა იარარები.
საბრძოლო მოქმედებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1956 წლის 2 დეკემბერს ორიენტეს პროვინციაში ლოს-კოლორადოს რაიონში იახტა „გრანმადან” გადასხდა 82 ამბოხებული. სამი დღის შემდეგ ანეგრია-დელ-პიოს რაიონში სახელისუფლებო ჯარებმა აღმოაჩინეს ამბოხებულების ჯგუფი, რომლებიც სასწაულით გადაურჩნენ სრულ განადგურებას. მათგან მხოლოდ 20 - 22 ამბოხებული გადარჩა. შტორმის გამო დესანტის გადმოსხმა ორი დღით შეფერხდა, ამიტომ 1956 წლის 30 ნოემბერს აჯანყება სანტიაგო-დე-კუბაში ფრანკ პაისას მეთაურობით სახელისუფლებო ძალებმა სწრაფად ჩაახშვეს.
პატარა ჯგუფებად დაყოფილმა ამბოხებულებმა ბრძოლით მოიპოვეს სიერა-მაესტრას მთის მასივი და იქ გამაგრდნენ.
1957 წლის იანვარში ამბოხებულებმა წარმატებით განახორციელეს პირველი შეტევითი ოპერაცია — ამბოხებულები თავს დაესხნენ პატარა ყაზარმას მდინარე ლა-პლატას სანაპიროსთან[2].
- 1957 წლის 22 იანვარს ლიანოს-დელ-ინფერნოსთან ჩასაფრებული ამბოხებულები თავს დაესხნენ სახელისუფლებო არმიის კოლონას და გაანადგურეს.
1957 წლის 17 თებერვალს სიერა-მაესტრაში ფიდელ კასტრომ მისცა თავისი პირველი ინტერვიუ ამერიკული გაზეთის "The New York Times-ის" კორესპონდენტს. თუმცა, პირველ სამი თვის განმავლობაში რევოლუციონერთა მდგომარეობა კრიტიკული იყო, მაგრამ მათ მოახერხეს რეგიონის მცხოვრებთა ნდობის მოპოვება, ამბოხებულთა რიცხვის გაზრდა და ადგილობრივი ჯარის და პოლიციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმატებით ჩატარება. მოგვიანებით კასტრომ მოახერხა კონტაქტის დამყარება „M-26-ს” იატაკქვეშა ორგანიზაციებთან სანტიაგო-დე-კუბაში და ჰავანაში.
1957 წელს „26 ივლისის მოძრაობამ”, „13 მარტის რევოლუციურმა დირექტორატმა” და სახალხო-სოციალისტურმა პარტიამ საბრძოლო მოქმედებები გაავრცელეს ახალ ტერიტორიებზე, ფრონტები ჩამოყალიბდა სიერა-დელ-ესკამბრაის სიერა-კრისტალის მთის მასივში და ბარაკოას რაიონში.
სოფლებში ჩატარებული საბრძოლო მოქმედებების გარდა „М-26-მა” სტუდენტური საზოგადოებისა და შეიარაღებული ძალების დახმარებით ჩაატარა რამდენიმე ოპერაცია ქალაქებში, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენიათ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე.
- 1957 წლის 13 მარტს „რევოლუციური დირექტორატის” წევრები თავს დაესხა პრეზიდენტის სასახლეს და ერთ-ერთ რადიოსადგურს; თავდამსხმელთა უმრავლესობა დაიღუპა პოლიციასთან და არმიის ნაწილებთან ბრძოლაში, მაგრამ ამ ღონისძიებას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი გამოხმაურება ჰქონდა[3].
- 1957 წლის 5 სექტემბერში ქალაქ სიენფუეგოსში დაიწყო აჯანყება, აჯანყებულებმა აიღეს სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბ-ბინა, მაგრამ მოგვიანებით ეს გამოსვლა ჩახშობილი იქნა.
სოფლებში ამბოხება უფრო წარმატებულად მიმდინარეობდა, ამბოხებულთმა მთელი რიგი დარტყმები მიაყენეს სამთავრობო ძალებს:
- 1957 წლის 26 მაისს ამბოხებულებმა გამარჯვება მოიპოვეს უვეროსთან ბრძოლაში;
- 1957 წლის 27 ივლისს ამბოხებულებმა გამარჯვება მოიპოვეს ესტრადა-პალმესთან;
- 1957 წლის 31 ივლისს ამბოხებულებმა გამარჯვება მოიპოვეს ბუეისიტოსთან;
- 1957 წლის 2 აგვისტოს ამბოხებულებმა გამარჯვება მოიპოვეს ომბრიტოსთან;
- 1957 წლის 20 აგვისტოს ამბოხებულებმა გამარჯვება მოიპოვეს პალმა-მოჩესთან;
- 1957 წლის 17 სექტემბერს ამბოხებულებმა გამარჯვება მოიპოვეს პინო-დელ-აგუასთან;
- 1957 წლის 2 ნოემბერს ამბოხებულებმა გამარჯვება მოიპოვეს მაირონესთან;
- 1957 წლის 6 დეკემბერს ამბოხებულებმა გამარჯვება მოიპოვეს ელი-სალტოსთან;
- 1957 წლის 24 დეკემბერს ამბოხებულებმა გამარჯვება მოიპოვეს ჩაპორესთან.
1957 წლის 12 ივლისს ფიდელ კასტრომ გაახმოვანა „მანიფესტი აგრარული რეფორმის საფუძვლების შესახებ”[4],რის შემდეგაც გლეხების მიერ მეამბოხეების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
1958 წლის დასაწყისში 50 ამბოხებულისგან შემდგარი კოლონა რაულ კასტროს მეთაურობით გდავიდა სიერა-კრისტალის მთის მასივში, სადაც გაიხსნა „აღმოსავლეთის მეორე ფრონტი”.
1958 წლის 24 თებერვალს მაუწყებლობა დაიწყო აჯანყებულთა იატაკქვეშა რადიოსადგურმა - "რადიო რებელდე" (Radio Rebelde).
30 მარტს ამბოხებულებმა შეუტიეს და აიღეს „მოას” აეროდრომი, იმავე დღეს აეროდრომზე დაეშვა ამბოხებულთა საჰაერო ძალების პირველი თვითმფრინავი - C-46, რომელმაც ამბოხებულებს მიაწოდა იარაღი.
1958 წლის 24 მაისს სახელისუფლებო ჯარებს ომის მსვლელობის გრდატეხის მცდელობა ჰქონდათ, მათ დაიწყეს „გენერალური შეტევა” სიერა-მაესტრაზე (Operation Verano), რომელშიც მონაწილეობდა 12 ქვეითი ბატალიონი, ერთი საარტილერიო და ერთი სატანკო ბატალიონი (14 ათასი სამხედრო).
1958 წლის 11 - 21 ივლისს გაიმართა ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სასტიკი ბრძოლები – ლა-პლატასთან რომელშიც ამბოხებულებმა ალყა შემოარტყეს და იარაღის დაყრა აიძულეს ქვეითთა ბატალიონს მაიორ კებედოს ხელმძღვანელობით (შედეგად ოფიცრები გადავიდნენ ამბოხებულთა მხარეს).
1958 წლის 28 - 30 ივლისს სანტო-დომინგოსთან სამდღიან ბრძოლაში ამბოხებულებმა გაანადგურეს სახელისუფლებო ჯარების დიდი დაჯგუფება, ორმა ბატალიონმა მიიღო მნიშვნელოვანი დანაკარგი – 1000-მდე მოკლული და 400-ზე მეტი ტყვე, ხოლო ამბოხებულებმა ომის დაწყების დღიდან ყველაზე დიდი ნადავლი ჩაიგდეს ხელში: ორი მსუბუქი ტანკი, 10 ნაღმმტყორცნი, ორი ბაზუკა (მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი), 30-ზე მეტი ტყვიამფრქვევი, 142 ნახევრად ავტომატური შაშხანა "გარანდი", 200-ზე მეტი შაშხანის მჭიდი, 100 ათასი ვაზნა, ორი რადიო გადამცემი, 14 უმტ[5]-რადიოსადგური "PRC-10"[6][7].
1958 წლის ზაფხულიდან სტრატეგიული ინიციატივა გადავიდა ამბოხებულთა მხრეს. აგვისტოს ბოლოს ამბოხებულთა ორი კოლონა (დაახლოებით 200 მებრძოლი) ჩე გევარას და კამილო სიენფუეგოს მეთაურობით ჩამოვიდნენ მთიდან, ბრძოლით გადაკვეთეს კამაგუეის პროვინცია და მიადგნენ სანტა-კლარას პროვინციას.
ყველა ფრონტზე ამბოხებულთა ახალი შეტევა დაიწყო 1958 წლის ოქტომბრის მეორე ნახვარში, მათ კონტროლის ქვეშ მოექცა ორინეტეს და სანტა-კლარას პროვინციები. 1958 წლის ნოემბრის ბოლოს გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა დასავლეთით.
1958 წლის 16 დეკემბერს ამბოხებულებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ფომენტოს და ორდღიანი ბრძოლის შემდეგ სახელისუფლებო გარნიზონმა შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს 142 ჯარისკაცი და ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობით შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა.
1958 წლის 21 დეკემბერს ამბოხებულებმა შეუტიეს და სასტიკი ბრძოლების შემდეგ დაიკავეს ქალაქი კაბაიგუანი.
1958 წლის 22 დეკემბერს დაიწყო ბრძოლა ქალაქ პლასეტასისათვის.
1958 წლის 25 დეკემბერს ამბოხებულებმა ბრძოლებით დაიკავესქალაქი რემედიოსი და კაიბარიენი.
1958 წლის 27 დეკემბერს ამბოხებულთა არმიამ ჩე გევარას მეთაურობით ქალაქ სანტა-კლარაზე შეტევა დაიწყეს. სანტა-კლარასთვის ბრძოლა გაგრძელდა 1959 წლის 1 იანვრამდე.
1958 წლის 31 დეკემბერს კუბის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გენერალ ფრანსისკო ტაბერნილიამ შეატყობინა ბატისტას, რომ ჯარმა დაკარგა ყველა შესაძლებლობა და არ შეუძლია შეაჩეროს ამბოხებულთა შესვლა ჰავანაში.[8]. იმავე დღეს ბატისტამ 124 სხვა თანმხლებ პირთან ერთად დატოვა კუნძული, მათ მიერ დატოვებულმა ადმინისტრაციამ პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.
1959 წლის 2 იანვარს ამბოხებულთა რაზმები შევიდნენ ჰავანაში, ხოლო 6 იანვარს ფიდელ კასტრო დედაქალაქში ტრიუმფით შევიდა.
-
„26 ივლისის მოძრაობის” დროშა
რევოლუციური ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1959 წლის 17 მაისს მიღებული იქნა კანონი აგრარული რეფორმის შესახებ, რომლის შედეგადაც გადანაწილდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები: 60% მიიღეს გლეხებმა, 40 პროცენტი გადავისა სახელმწიფო სექტორის საკუთრებაში[9].
- რამდენიმე ეტაპად მოხდა ბანკების, საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციების და სამრეწველო კომპანიების ნაციონალიზაცია:
- თავიდან მოხდა სატელეფონო კომპანიის "კუბან ტელეფონ კომპანიის", სამი ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოს და 21 შაქრის ქარხნის ნაციონალიზაცია[9];
- 1960 წლის 17 სექტემბერს მოხდა კუბის ბანკის და 382 მსხვილი სამრეწველო და სავაჭრო საწარმოების ნაციონალიზაცია, რომელთა უმრავლესობაც ეკუთვნოდათ ფულხენსიო ბატისტას მომხრეებს და უცხოურ კომპანიებს[9];
- 1960 წლის 24 ოქტომბერს ნაციონალიზირებული იქნა 166 საწარმო, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნოდათ[9].
სულ რეფორმების შედეგად 979 ამერიკული კომპანიის და კორპორაციის დანაკარგები შეადგენდა დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს, 2 მილიონამდე ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, სამი ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოს და 36 შაქრის ქარხანას, დიდი რაოდენობით კომერციული და სამრეწველო ობიექტებს და სხვა უძრავი ქონებას[9].
რევოლუციის მნიშვნელოვანი ფიგურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფიდელ კასტრო
- ერნესტო ჩე გევარა
- რაულ კასტრო
- კამილო სიენფუეგოსი — კასტროს და ჩე გევარას მეგობარი, ამბოხებულთა არმიის ერთ-ერთი მეთაური.
- ფულხენსიო ბატისტა
- ალეიდა მარჩი — ჩე გევარას მეუღლე, რევოლუციის აქტიური მონაწილე.
- ხოსე მარტი, კარლ მარქსი, ვლადიმერ ლენინი, მაო ძედუნი. მათ იდეოლოგიას იყენებდნენ რევოლუციონერები.
-
ჩე გევარას პორტრეტი 3 კუბურ პესოზე
-
კამილო სიენფუეგოსი პორტრეტი 20 კუბურ პესოზე
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩე გევარა «რევოლუციის ეპიზოდები» (რუსული)
- «ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 44 წლისნი ომი ჩე გევარას წინააღმდეგ» (რუსული)
- ბიოგრაფიული ესკიზები (ფრანგული)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Anderson, Jon Lee. Che Guevara: A Revolutionary Life. New York: Grove Press, 1997.
- Bonachea, Rolando E., Nelson P. Valdes. Cuba in Revolution. Garden City, N.Y.: Anchor Books, 1972.
- Brennan, Ray. Castro, Cuba and Justice. Garden City, N.Y.: Doubleday & Company, Inc., 1959.
- Cannon, Terence. Revolutionary Cuba. New York: Thomas Y. Crowell, 1981.
- Draper, Theodore. Castro’s Revolution: Myths and Realities.- New York, 1962.
- Hugh, Thomas. Cuba or The Pursuit of Freedom. — New York: Harper and Row, 1971.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Гриневич Э. А. Куба: на пути к победе революции. — М., "Наука", 1975. стр.94
- ↑ Гриневич Э. А. Куба: на пути к победе революции. — М., "Наука", 1975. стр.151
- ↑ Ф.М. Сергеев. Тайная война против Кубы. М., "Прогресс", 1982. стр.22
- ↑ С.А. Гонионский. Очерки новейшей истории стран Латинской Америки. М., "Просвещение", 1964. стр.219
- ↑ ულტრამოკლე ტალღები – რადიოტალღები, რომელთა სიგრძე 10 მეტრზე ნაკლებია
- ↑ Гриневич Э. А. Куба: на пути к победе революции. — М., "Наука", 1975. стр.199
- ↑ Рамиро Х. Абреу. Куба: канун революции. М., "Прогресс", 1987. стр.197
- ↑ E. Smith. The Fourth Floor. New York. 1962. p. 172-178
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Ф. Сергеев. Тайная война против Кубы. М., "Прогресс", 1982. стр.31-33