კამოს რაიონი
რაიონი | |
---|---|
კამოს რაიონი Կամոյի շրջան | |
ქვეყანა | სსრკ |
ადმ. ცენტრი | გავარი |
დაარსდა | 9 სექტემბერი, 1930 |
მოსახლეობა | 30 600 კაცი (1989) |
გაუქმდა | 11 აპრილი, 1995 |
კამოს რაიონი (სომხ. Կամոյի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი კამო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიონი შეიქმნა 1930 წელს ნორ-ბაიაზეთის რაიონის სახელწოდებით.
1959 წელს ნორ-ბაიაზეთის რაიონს სახელი შეეცვალა და ეწოდა კამოს რაიონი. 1962 წელს რაიონი გაუქმდა, მაგრამ 1964-ში ის კვლავ აღადგინეს. 1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[1] და გეღარქუნიქის პროვინციის ნაწილი გახდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 611 კმ²-ს შეადგენდა.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 1 ქალაქსა (ნორ-ბაიაზეთი) და 13 სოფსაბჭოს: აირივანის, არწვაქარის, აღკალინის, აწარის, ბატიკის, გეღარქუნიქის, კარმირგიუღის, კიუზაჯიკის, ლჭაფის, მურანის, ნორატუსის, სარუხანის, წაღკაშენი[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
- ↑ Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К., Ереван: Армгиз, 1948.
|