შინაარსზე გადასვლა

შაუმიანის რაიონი (სომხეთის სსრ)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონი
შაუმიანის რაიონი
Շահումյանի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაარსდა 2 სექტემბერი, 1939
გაუქმდა 21 აგვისტო, 1958

შაუმიანის რაიონი (სომხ. Շահումյանի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1939—1958 წლებში. ცენტრი — შაუმიანი.

შაუმიანის რაიონი დაარსდა 1939 წლის 2 სექტემბერს, სახელწოდებით — ბერიენის რაიონი.

1953 წელს, რაიონს სახელი შეეცვალა და ეწოდა შაუმიანის რაიონი.

1958 წელს, შაუმიანის რაიონი გაუქმდა და მისი ტერიტორია ერევნის საქალაქო საბჭომ შეიერთა.

1948 წლის 1 იანვარს, რაიონის ტერიტორიის ფართობი 65კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის 1 იანვრისთვის შაუმიანის რაიონი მოიცავდა 1 დაბას (ბერია), 3 მუშათა დასახლებას (ნორ-კიანქის, სოვეტაშენის, თაიროვის) და 10 სასოფლო საბჭოს: ანასტასავანის, ჰაღთანაკის, დავიდაშენის, ნერქინ-ჩარბაჰის, ნორაღავიტის, ნორ-არეშტის, ნორ-კოღბის, სპანდარიანის, შენგავითის[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К.. — Ереван: Армгиз, 1948. — 90 с.