მეთოვლიასებრნი
იერსახე
მეთოვლიასებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბერგის მეთოვლია | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Sterninae (Bonaparte, 1838) | |||||||||||||
|
მეთოვლიასებრნი (ლათ. Sterninae) — ფრინველთა ქვეოჯახი თოლიასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 20-დან 55 სანტიმეტრამდე. ფრთები გრძელი და ვიწროა. კუდი ამოკვეთილი. ნისკარტი მახვილი, ნამდვილი თოლიებისაგან განსხვავებით, ბოლოში კაუჭის გარეშე. ფრენენ სწრაფად და მსუბუქად. კარგად ცურავენ. ფართოდ არიან გავრცელებულნი. აერთიანებს 12-მდე გვარს. ბინადრობენ წყალსატევთა (ზღვების, მცირე ზომის მდინარეების, ტბების) ნაპირებზე. ჩვეულებრივ კოლონიებად ბუდობენ მეჩეჩებზე, თევზიყლაპიები (Chlidonias) — მცენარეულობამოდებულ ტბებზე, ზოგიერთი ტროპიკული მეთოვლია (Anous და Gygis) — ხეებსა და ბუჩქებზე. დედალი დებს 1–4 კვერცხს. ინკუბაცია 14–22 დღე-ღამე გრძელდება. უმთავრესად იკვებებიან წყლის უხერხემლოებითა და მცირე ზომის თევზებით; ზოგიერთი სახეობა — ხვლიკებით, კალიებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Птицы Советского Союза, под ред. Г. П. Дементьева и Н. А. Гладкова, т. 3, М., 1951;
- Крачки // Большая Советская Энциклопедия. / под ред. А. М. Прохорова. 3-е изд. том 13. М., «Советская энциклопедия», 1973.