სამჭაჭა
სამჭაჭა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
მცირე ნარგავების სახითაა შემორჩენილი ქვემო და შუა იმერეთში.
საკმაოდ პგავს მეგრულ ჯიშს ახარდანს, რის გამოც ხარდანს ზოგჯერ სამჭაჭასაც ეძახიან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, თითქმის ოვალური, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, ზოგჯერ თითქმის მთლიანი ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ კი კონუსური ან ცილინდრული ფორმის. იშვიათად დატოტვილი, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, თითქმის ოვალური, შავი ფერის. კანი სქელი და უხეში აქვს, საშუალო სისქის ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანია. მარცვალში ორი საკმაოდ მსხვილი წიპწაა. სამჭაჭა სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. საშუალომოსავლიანია, მტევნის წონა 150-300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.9-5 ტონა.
სამჭაჭა გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 332