შინაარსზე გადასვლა

მორცხულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მორცხულაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

გურიასა და აჭარაში მორცხულას ველურ ვაზს ეძახიან.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი შავი ფერის. კანი თხელი და ნაკლებმკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

მორცხულა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის წონა 138 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-21 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ძალიან ჰარმონიულია, სასიამოვნო, საკმაოდ შეფერილი და ალკოპოლის (11.5%) ნორმალური შეცველობით.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 245