შინაარსზე გადასვლა

მაღლარი მსხვილთვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღლარი მსხვილთვალაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს ჯიშისთვის დამახასიათებელი მსხვილი მარცვლის გამო.

ითვლება ადანასურის ვარიაციად.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ხშირი აბლაბუდისებრ-ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი დიდი ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი. რბილობი — წვნიანი.

მაღლარი მსხვილთვალა საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. საჰექტარო მოსავლიანობა 5-5.7 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

ადანასურისგან განსხვავებით მაღლარი მსხვილთვალასგან გაცილებით უფრო მაღალხარისხიანი წითელი ღვინო მზადდება.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 225