შინაარსზე გადასვლა

უხვმოსავლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უხვმოსავლიანიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

სამეურნეო თვისებებიდან გამომდინარე ჯიშს „უხვმოსავლიანი“ უწოდეს.

ერთეული ძირებია შემორჩენილი სამგორისა და მცხეთის მიმდებარე ვენახებში.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული აბლაბუდისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად ფრთიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, შავი, იისფერი ელფერით. რბილობი წვნიანი და ხორციანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მტევნის წონა 150-300 გრამია. ერთი ძირის საშუალო მოსავალი 10-12 კილოგრამს შეადგენს.

იძლევა სუფრის წითელ ღვინოს.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 367