შინაარსზე გადასვლა

კახური თეთრი (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახური თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, გულისებური ან თირკმლისებური ფორმის, ხუთ-შვიდნაკვთიანი, ძლიერ დანაკვთული ან მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი წვრილია, მომრგვალო ან შებრტყელებული ფორმის თეთრი, მოყვითალო ელფერით.

კახური თეთრის სიმწიფის საშუალო პერიოდის საღვინე ვაზის ჯიშია. გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 184