კეხვა
იერსახე
კეხვა — ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. მუქი ვარდისფერია, რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი — შეფერილი.
კეხვა ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.1-8.5 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის ვარდისფერი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 185